“თუ ბავშვი ბედნიერია ყველა ბედნიერია!” დღეს, 30- ე სკოლაში საოცარი ჟრიამული იყო, რადგან 2023-2024 სასწავლო წელი ტრადიციული წუწაობით დაასრულეს ბავშვებმა. აღსანიშნავია, რომ ეს ტრადიცია სკოლის დირექტორმა, ბატონმა მიხეილ გიორგაძემ დაამკვიდრა, რომელიც ყოველთვის აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში! აი, კიდევ ერთი მიზეზი რატომ უყვართ და რატომ მიეჩქარება ბავშვებს 30-ე საჯარო სკოლაში!

 


ინტელექტკლუბის გუნდი „ევრიკა“  გამარჯვებულია!

2023-2024 სასწავლო წლის ფინალური თამაში, ინტელექტკლუბის უმცროს ასაკობრ

ივ ჯგუფში, შედგა 13 ივნისს.

ფინალური თამაშისათვის საგზურის მოსაპოვებლად VIII3 კლასის გუნდი „ევრიკა“ წლის მანძილზე შეუპოვრად იბრძოდა. ასეთივე შემართებით მიუსხდნენ სათამაშოდ მაგიდას გუნდის წევრები:

ანდრია გახოკიძე – გუნდის კაპიტანი

ქეთევან ბენიძე

თეკლა სარალიძე

მარიამ ჭაბუკიანი

ნია ადეიშვილი

მარიამ ჩახუნაშვილი

ჩვენი სკოლის ინტელექტკლუბი განებივრებულია სტუმრებით, რომლებიც ამ თამაშის ღირსეული წარმომადგენლები არიან ქვეყნის მასშტაბით. არც ეს თამაში იყო გამონაკლისი. ბატონებმა: სერგო თევდორაძემ, ზაალ ხონელიძემ და ბექა ზივზივაძემ თავისი სტუმრობით კიდევ უფრო შთამბეჭდავად აქციეს ის. თამაშს ხიბლს მატებდა ისიც, რომ მისი წამყვანი ,ტრადიციულად , გახლდათ  სკოლის დირექტორი ბატონი მიხეილ გიორგაძე.

თამაში დაძაბულად წარიმართა. სასწორი ხან მაყურებლის, ხან მოთამაშეთა მხარეს გადაიხრებოდა. საბოლოოდ გუნდმა „ევრიკამ“ მასწავლებლები და სტუმრები ანგარიშით 6:5 ღირსეულად დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდის ყველა წევრმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში, საუკეთესო მოაზროვნედ დასახელდა გუნდის კაპიტანი ანდრია გახოკიძე.

გუნდის გამარჯვებით ერთნაირად ვხარობდით, გულშემატკივრები, სტუმრები და თავად პატარა ინტელექტუალები.


2024 წლის 13 და 14 ივნისს 30-ე საჯარო სკოლაში გაიმართა მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიალი. I-IV კლასებში დაჯილდოვდნენ “მხიარულ სტარტებში” გამარჯვებული გუნდები- გადაეცათ თასები და სიგელები. დაწყებით საფეხურზე ასევე დაჯილდოვდა ყველა “ეტალონელი”. V-XII კლასებში მოსწავლეებს გადაეცათ სამი სხვადასხვა კატეგორიის სიგელი: სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობისათვის, სპორტული და სახელოვნებო მიღწევებით სკოლის წარმოჩენისათვის. წარმატებულ მოსწავლეთა მშობლებს სკოლისგან გადაეცათ მადლობის წერილი თანამშრომლობისა და ნდობისათვის. სკოლა ცდილობს, დაინახოს და დააფასოს ყველა მოსწავლის მონდომება და შესაძლებლობა. ვთვლით, რომ ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღიარება, ამიტომ გავაგრძელებთ მათ წახალისებას. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით მშობლებს გაწეული შრომისთვის. ვიმედოვნებთ, ჩვენი თანამშრომლობა მომავალში უფრო აქტიურად გაგრძელდება. სკოლის დირექცია და მასწავლებლები ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევქმნათ უსაფრთხო, ჯანსაღ კონკურენციაზე დამყარებული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ მოსწავლეთა აღმოჩენისა და აღიარების ამ ტრადიციას.

 


,,30-ეს ხმა”

 

12 ივნისს 30 -ე საჯარო სკოლაში ტრადიციულ მუსიკალურ კონკურსში ,,30-ეს ხმა” ,-(ორგანიზატორები : თეა გამეზარდაშვილი და მარიამ ჭეიშვილი) მაყურებელმა ნამდვილი ვარსკვლავთცვენა იხილა! კონკურსანტებმა ყველსათვის საყვარელი მსოფლიო ჰიტები შეასრულეს. ჟიურის გადაწყვეტილებით ,,30-ეს ხმის” გამარჯვებული მე-9/5 კლასის მოსწავლე მარიამ თოდუა გახდა. ადგილები და ნომინაციები კი შემდეგნაერად გადანაწილდა: 1 ადგილი- ანი აფრიდონიძე(8/3) მე-2 ადგილი – ანი კვესაძე(10/1) მე-3 ადგილი – ლიზი სანაია(8/4) ნომინაცია ,,ჟიურის რჩეული” : ანამარია ჭელიძე(10/1) ნომინაციები ,,საუკეთესო დებიუტი” და ,,ყველაზე ქარიზმატული” გიორგი გველებიანი(8/5) ნომინაცებია ,,საუკეთესო ვოკალი” და ,,საუკეთესო შესრულება” : ანასტასია ჟორჟოლიანი(6/3) ნომინაცია ,,მასწავლებელთა რჩეული” : მარიამ თოდუა და ანი აფრიდონიძე. ნომინაცია ,,არტისტიზმი”: თამარ ხელაძე(9/1) ნომინაცია ,,კონკურსის რჩეული”: ინა დანელია(8/2)