კინო კლუბი „პარადისო“ დაარსდა 2022-2023 სასწავლო წელს თამარ ბეჟუაშვილის ხელმძღვანელობით. კლუბში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ IX, X, XI კლასის მოსწავლეს. დაარსებისთანავე კლუბი ჩაერთო Cinedoc -სკოლის პროექტში. რომელიც მიზნად ისახავს დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციას სკოლებში.
კინო კლუბის მიზანია : საკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება და არაფორმალური განათლების ხელშეწყობა. მოსწავლეებში მოტივაციისა და ცნობიერების ამაღლება და მათი აქტიური ჩართვა სასკოლო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
კლუბში მუშაობისას მოსწავლეებში ხდება
- ღირებული ფილმების პოპულარიზაცია
- პრობლემის იდენტიფიცირება და მისი გადჭრის გზების ძიება
- მსჯელობისა და დისკუსიის უნარების ჩამოყალიბება
- კრიტიკული და ანალიტიკური უნარის განვითარეაბა
- შემოქმედებითი აზროვნების განვითარება
- ანალიზის, სინთეზის და პრობლემის გადაჭრის უნარების ჩამოყალიბება
- თანამშრომლობითი უნარების ჩამოყალიბება
- ციფრული და სხვა ტექნოლოგიების ფლობა
- სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება
- მოსწავლეებში მოტივაციისა გაზრდა
რატომ უნდა გახდნენ მოსწავლეები კინო კლუბის წევრები? იმიტომ რომ მათი მიღებული ცოდნით სასკოლო გარემო უფრო საინტერესო გახდება და თანდათან ჩამოყალიბდებიან გემოვნებიან და მზრუნველ მოქალაქეებად. ასევე იგეგმება კინოლაბოლატორიის შექმნა, სადაც თავად შეძლებენ მოსწავლეები კინოს გადაღების სწავლას და შექმნიან თავინთ პროდუქტს, მიღებული ცოდნა ასევე შეუძლიათ გაუზიარონ შემდეგ თანატოლებს. ბოლოს კი შეუძლიათ კიდევ ერთი დღე კვირაში გაატარონ საინტერესოდ და ნაყოფიერად.