სკოლაში ფუნქციონირებს სასკოლო ბიბლიოთეკა 52 187 ერთეული წიგნადი ფონდით. ფონდი შედგება მხატვრული, სამეცნიერო, ტექნიკური, ლიტერატურის, სხვადასხვა გამოცემისა და ტემატიკის ენციკლობედიების, ლექსიკონების, ფოტო და სამხატვრო ალბომების და მოსწავლეთა საჭიროებისათვის ყველა კლასის სასკოლო სახელმძღვანელოებისგან, რომლებიც შეესაბამება სასწავლო გეგმას. სკოლის ადმინისტრაციას შემუშავებული აქვს ბიბლიოთეკარის თანამდებობრივი ინსტრუქცია-დებულება, ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები.
ბიბლიოთეკაში დევს ქსეროქსის აპარატი და კომპიუტერი, რომელიც ჩართულია ინტერნეტში. ბიბლიოთეკაში წიგნები დალაგებულია ანბანური და სისტემური პრინციპით. წიგნების აღრიცხვა ხდება ელექტრონული ბაზების მეშვეობით
სკოლას აქვს სასკოლო ბიბლიოთეკების ელექტრონული მომსახურეობის და მართვის სერვისი bibliocat.ge , რომლის მეშვეობითაც მოსწავლეებს შეუძლიათ ინტერნეტის საშუალებით მოიძიონ და დაჯავშნონ მათთვის სასურველი წიგნები , რომლებიც არსებობს სკოლის ბიბლიოთეკაში. ასევე ბიბლიოთეკარს საშუალებას აძლევს მონიტორინგი გაუწიოს წიგნების მიმოქცევას მოსწავლეებს შორის და ზუსტად აღრიცხოს სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი.