კათედრის ხელმძღვანელი – ლია გოგავა კათედრა შედგება შემდეგი წევრებისგან :
- თეონა დარჯანია (უფროსი მასწავლებელი)
- სოფიო ჯაფარიძე (უფროსი მასწავლებელი)
- ქეთევან ცირეკიძე (მენტორი მასწავლებელი)
- სოფიკო ხუროძე (წამყვანი მასწავლებელი)
- თამარ გურაბანიძე (უფროსი მასწავლებელი)
- ლია გოგავა (წამყვანი მასწავლებელი)
- ვერა თვალოძე (წამყვანი მასწავლებელი)
- ასმათ ბედინაშვილი (წამყვანი მასწავლებელი)
- მარიტა მაღლაფერიძე (წამყვანი მასწავლებელი)
- ელისო მამასახლისი (წამყვანი მასწავლებელი)
- ნანა ჩოგოვაძე (წამყვანი მასწავლებელი)
- ქეთევან კაკუშაძე (უფროსი მასწავლებელი)
- მარიამ სოხაძე (უფროსი მასწავლებელი)
- სოფიო ცუცქირიძე (წამყვანი მასწავლებელი)
- ლელა ლუტიძე (წამყვანი მასწავლებელი)
- თინათინ კახიძე (წამყვანი მასწავლებელი)
- სოფიო უგლავა (წამყვანი მასწავლებელი)
- ქეთევან კაჯილაშვილი (უფროსი მასწავლებელი)
- ნინა უღრელიძე (უფროსი მასწავლებელი)
- ლია ჭიქაბერიძე (წამყვანი მასწავლებელი)
- ნაზი გოდერიძე (წამყვანი მასწავლებელი)
- თამარ წერეთელი-ღოღელიანი (წამყვანი მასწავლებელი)
- სოფიკო კუხიანიძე. (წამყვანი მასწავლებელი)
- მარიამ ჩოგოვაძე (მოწვეული მასწავლებელი)
დაწყებითების კათედრის მუშაობის პრიორიტეტებია:
1.სასწავლო პროცესის სრულყოფა;
2.სწავლების მაღალი ხარისხი;
3.ბავშვზე ორიენტირებული სწავლება;
4.პედაგოგთა პროფესიული ზრდა;
5.თანამშრომლობა.
დაწყებითი კათედრის პედაგოგები დასახული მიზნების გადასაჭრელად მთელ თავის ცოდნას,შესაძლებლობებს,ძალისხმევასა და სიყვარულს დებენ სკოლის აღსაზრდელებთან შრომატევად,საპასუხისმგებლო მუშაობაში.მიზნის მასაღწევად კათედრის თითოეული წევრი:იმაღლებს კვალიფიკაციას,ზრუნავს პროფესიულ განვითარებაზე, ეცნობა ინოვაციურ მეთოდებს.იზიარებს კათედრის წევრთა გამოცდილებას,თანამშრომლობს მათთან.განსაზღვრავს არსებულ პრობლემებსა და კოლეგებთან ერთად ეძებს გადაჭრის გზებს.საკუთარი ძალებით ქმნის სასწავლო პროცესისთვის საჭირო საგანმანათლებლო რესურსებს და ამდიდრებსკათედრის რესურსთა ბაზას.სისტემატურად გეგმავს სასწავლო პროცესს და აკეთებს საკუთარი მუშაობის მონიტორინგს;კოორდინირებულად მუშაობს სკოლის სხვა კათედრებთან;შეიმუშავებს რეკომენდაციებს აღზრდისა და სწავლა-სწავლების სხვადასხვა საკითხზე. იყენებენ კომპლექსურ დავალებებს,რომლებიც მოსწავლეებს უვითარებას დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევებს, სიღრმისეულ ცოდნას, ასევე კრეატიული , შემოქმედებითი აზროვნების უნარს,რადგან კომპლექსური დავალებები ხელს უწყობს საკითხების საფუძვლიანად გაგება- გააზრებას მოსწავლეთა მიერ.
კათედრაზე ხორციელდება პროექტები
სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა დაწყებითების კათედრისათვის. ამიტომ მშობელთა მიზანმიმართულად გააქტიურებაში და მათი სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის მიზნით კათედრის მიერ ხორციელდება სასკოლო და საკლასო აქტივობები სხვადასხვა მიმართულებით:
მხიარული სტარტები – “30+“
მიზანი:
- მოზარდ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დამკვიდრება.
- მოსწავლის, მასწავლებლისა და მშობლის თანამშრომლობის ხელშეწყობა.
- მოსწავლეთა შორის გუნდური მუშაობის ჩვევების გამომუშავება.
ხ ე ლ მ ა რ ჯ ვ ე
მიზანი:
- მარტივი შრომითი საქმიანობისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
- წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარის განვითარება
ე ტ ა ლ ო ნ ი
მიზანი:
- ცოდნის ორგანიზება და თავმოყრა
- დეკლარატიული, პროცედურული და პირობისეული ცოდნის შემოწმება
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარების განვითარება
- ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში
მათემატიკური „ლოგიკუმი“
მიზანი:
- სასწავლო პროცესის სტიმულირება და ლოგიკური აზროვნების განვითარება
მშობელთა ჩართულობით ასევე მასწავლებლები ახორციელებენ საკლასო პროექტებს,რომელიც განსაზღვრავს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას სწავლა-სწავლების პროცესში. ის აერთიანებს მშობლებსა და მასწავლებლებს, რათა მათ ერთიანი ძალისხმევით შეუწყონ ხელი მოსწავლის გლობალური უნარების განვითარებას.
საკლასო პროექტები
- კითხვის საათი
- ფსიქოლოგთან შეხვედრა
- ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია
- ბულინგი
- მასტერ-კლასი;
- სპექტაკლები
- ქუთაისობა
- სამშობლოს სადარაჯოზე
- უსაფრთხოება და თავდაცვა
- კულინარია
- დედა-შვილი პოდიუმზე
- პოეზიის საღამო
- მამებთან ერთად
- მამების რეპორტაჟი
კლუბური მუშაობა დაწყებით კლასებში
ლიტერატურული კლუბი „ლიბერი“
მიზანი:
- ქართველი და უცხოელი მწერლების შემოქმედების გაცნობა
- წერისა და კითხვის სტრატეგიებზე მუშაობა
- შეხვედრები მწერლებთან, გამომცემლობებთან
- შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება
მათემატიკის კლუბი „თალესი“
მიზანი:
- აქტიურ მკითხველებად ჩამოყალიბებას
- მათემატიკური, ლოგიკური და სააზროვნო უნარების განვითარება
- მოსწავლეებში შესაძლებლობების აღმოჩენა
- კრიტიკული აზროვნების განვითარება
- პრობლემების გადაჭრისთვის საჭირო უნარების განვითარება
დაწყებითების კათედრის წარმატება თითოეული პედაგოგის თავდაუზოგავი შრომის
შედეგია. ჩვენ ვართ ერთი დიდი ოჯახი,რომლის წევრებიც აძლიერებენ ერთმანეთს , ამიტომ არ არსებობს სირთულე,წინააღმდეგობა,რომელსაც დაწყებითების კათედრა ვერ გადალახავს.