კათედრა აერთიანებს ისტორიის,სამოქალაქო განათლებას,რელიგიის ისტორიის ,გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლებაში პროექტული სწავლების მიმართულებებს.
კათედრის ხელმძღვანელი – გურანდა შანიძე. კათედრა შედგება შემდეგი წევრებისგან :
- მიხეილ გიორგაძე (უფროსი მასწავლებელი)
- გურანდა შანიძე ( წამყვანი მასწავლებელი)
- ვიოლეტა კვანტალიანი ( უფროსი მასწავლებელი)
- თამარ ბეჟუაშვილი ( წამყვანი მასწავლებელი)
- სოფიო კლდიაშვილი ( უფროსი მასწავლებელი )
- თამარი კვარაკვახიძე ( უფროსი მასწავლებელი )
- ფარსმან ფორჩიხიძე ( უფროსი მასწავლებელი )
- ბექა ზივზივაძე ( უფროსი მასწავლებელი )
- ნესტანი ლომთაძე ( წამყვანი მასწავლებელი )
- ნანა ტოფაძე ( უფროსი მასწავლებელი )
- დათა მაცაბერიძე ( უფროსი მასწავლებელი )
საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის მთავარი ღირებულებად და მისიად მიჩნეული გვაქვს ეროვნული მიზნების წინ წამოწევა, როგორებიცაა : პატრიოტიზმი, ტრადიციებისა და კულტურის პატივისცემა, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლების დაცვა, გლობალური მოქალაქეობის , აქტიური მოქალაქეობის, მაღალი სამოქალაქო თვითშეგნების საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
ყველა გაკვეთილი მორგებულია მოსწავლეებში კრიტიკული და არგუმენტირებული მსჯელობის უნარების გააქტიურებაზე.
ჩვენი საგაკვეთილო პროცესები მიმდინარეობს მოსწავლეების ფსიქო- ემოციური უნარების განვითარებასა და ხელშეწყობაზე. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია დიფერენცირებული სწავლება, თითოეული მოსწავლის საჭიროებებსა და ინტერესებზე ზრუნვა. ჩვენი კათედრის წევრები ვცდილობთ ხელი შევუწყოთ სასწავლო პროცესის მრავალფეროვანი , სახალისო, შემოქედებითი და შემეცნებითი დატვირთვას, ვიყენებთ შესაბამის ელექტრონულ , ტექნოლოგიურ რესურსებს. გვინდა,რომ მივიღოთ ბედნიერი, ლაღი, თავისუფალი ,მოაზროვნე, ინტელექტუალური საზოგადოება.
კათედრაზე ხშირად იმართება დისკუსიები, დებატები . მუდმივად ვცდილობთ ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან , გავუზიაროთ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება. ურთიერთდახმარების და ურთიერთთანამშრომლობის საკითხი ძალიან აქტუალურია ჩვენთვის .
საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრას ჰყავს ხელმძღვანელი გურანდა შანიძე, რომელიც უზრუნველჰყოფს კათედრის კოორდინირებულ მუშაობას, გუნდურობას, კათედრის წევრების დროულ ინფორმირებას , შესასრულებელი სამუშაოების მონიტორინგს და შედეგების ანალიზს.
კათდრის ხელმძღვანელი სასწავლოს წლის ბოლოს წარადგენს წლიურ ანგარიშს დირექტორისა და პედაგოგიური საბჭოს წინაშე. ყველა მასწავლებელი აწარმოებს პირად პორთფოლიოს , რომელშიც თავს უყრის მის მიერ შესრულებულ აქტივობების, პროექტების და ა.შ. ამსახველ დოკუმენტაციას.
კათედრის წევრები მუშაობენ ყოველწლიურად რამდენიმე მიმართულებით,ესენია :
- ტესტირებები (და მათი ანალიზი , დიაგნოსტიკური წერები)
- კვლევები
- ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები , მაგ: ეროვნული სამოსის დღე, ასევე ოკუპაციისადმი მიძღვნილი დღე, დიდგორობა და
ა. შ.
- პროექტები ( სასკოლო და საერთაშორისო )
- სამოქალაქო განათლების მიმართულებით სხვადასხვა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქტივობები , ღონისძიებები , მაგ: ტოლერანტობის დღე, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, დედამიწის დღე და ა. შ.
- ინტეგრირებული გაკვეთილები და პროექტები სხვადასხვა კათედრებთან
- საგნობრივი კლუბები : ნორჩ ინტელექტუალთა კლუბი „ რა სად როდის“ , სამოქალაქო განათლების კლუბი „ მწვანე სახლი „ საბაზო და საშუალო საფეხურზე, კინო კლუბი „ პარადისო „ , დებატ კლუბი და მეწარმეობის კლუბი .
ჩვენი კათედრა უმთავრეს ყურადღებას აქცევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა კომპეტენციას და კრიტერიუმებს , მათ შორის სტანდარტის შესაბამისად შეფასების სისტემას. განსაკუთრებით კი საზ. მეცნიერებების კათედრა მუშაობს განმავითარებელი შეფასების დახვეწაზე . სისტემატიურად ვიყენებთ კომპლექსურ დავალებებს, რომლებიც მოსწავლეებს უვითარებას დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევებს, სიღრმისეულ ცოდნას, ასევე კრეატიული , შემოქმედებითი აზროვნების უნარს. კომპლექსური დავალებები ხელს უწყობს საკითხების საფუძვლიანად გაგება- გააზრებას მოსწავლეთა მიერ.
ჩვენს კათედრაზე მასწავლებლები, რომლებიც არიან ამსათან დამრიგებლებიც, ეტაპობრივად ახორცილებენ საკუთარ სადამრიგებლოში სადამრიგებლო საათების ჩატარებას , რომლებიც ორიენტირებულია იმ სოციალური პრობლემების საკითხებზე ,რომლებიც შიგადაშიგ იკვეთება ჯგუფებში , მაგალითად ქცევის წესების დახვეწა, სკოლის შინაგანაწესის დაცვა, დიციპლინური საკითხების გაუმჯობესება, ურთიერთპატივისცემისა და ტოლერანტული, თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა.
საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის წევრების გუნდური მუშაობა ხელს უწყობს თითოეული კათედრის წევრის მოტივაციის ამაღლებას და მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებას.