მერვეკლასელთა სამოქალაქო კლუბი „მომავლის შვიდი ფერი“ მუდმივად ორიენტირებულია ხელი შეუწყოს აქტიური მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და დემოკრატიული თვითშეგნების მქონე მოქალაქეების აღზრდას , ჩამოყალიბებას , ასევე , ჯანსაღ,ტოლერანტულ და სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბებას კლუბის წევრ მოსწავლეებსა და ზოგადად სასკოლო თემში.
კლუბისთვის პრიორიტეტულია მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება , კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტირებული მსჯელობის ,პიროვნული ,შემოქმედებითი და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება . აღნიშნული სამოქალაქო კლუბი პერიოდულად ცდილობს თანატოლგანმანათლებლობის პრინციპით მუშაობას და კლუბის წევრი მოსწავლეები ხშირად ახორციელებენ სხვა საფეხურის მოსწავლეებთან მნიშვნელოვან საკითხებზე მიღებული ცოდნის გაზიარებას, დისკუსია /დებატების ფორმატში შეხვედრას.
კლუბი ორგანიზებულად უძღვება ყოველ კვირაში შეხვედრას და მას ხელმძღვანელობს სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის მასწავლებელი თამარი კვარაკვახიძე.
კლუბის მიზანია ინკლუზიური განათლების შესახებ მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება, ასევე ინკლუზიური , მრავალფეროვანი , თანასწორუფლებიანი გარემოს აუცილებლობის გაცნობიერება , სხვადასხვა სახის შემეცნებით , მოხალისეობრივ , საქველმოქმედო და ა.შ. აქტივობებში აქტიური მონაწილეობა, რათა მოსწავლეებში ხელი შეუწყოს სხვადასხვა კომპეტენციის განვითარებას.