2024 წლის 17-18 მაისს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეგიდით გაიმართა ჩემპიონატი სკოლებს შორის ,,ბრეინ რინგსა“ და „რა? სად? როდის?“- ში.
სსიპ 30- ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რეზიკო ჩახუნაშვილმა, გიორგი კაპეტივაძემ, გივი ლომიძემ, ანრი დვალიშვილიმა, ანრი აფრიდონიძემ და ნოდარი გამეზარდაშვილმა ბრეინ-რინგში პირველი, ხოლო რა?სად?როდის?-ში მეორე ადგილის დაიკავეს, ხოლო რეზიკო ჩახუნაშვილი კი საუკეთესო მოაზროვნედ დასახელდა.
საპრიზო ადგილზე გასულ 30-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეშვილი შეხვდა, ახალგაზრდებს დიპლომები, თასები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
30-ე საჯარო სკოლის სახელით ვულოცავთ ჩვენს მოაზროვნეებს მიღწეულ წარმატებას.