მომავლის 7 ფერი

13 მაისს მერვე კლასელთა სამოქალაქო კლუბში “მომავლის 7 ფერი”  ჩატარდა ინფორმაციული შეხვედრა მოსწავლეებში  აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით . შეხვედრას უძღვებოდნენ  სპეციალური მასწავლებელი  რუსო კაპანაძე და კლუბის ხელმძღვანელი თამარ კვარაკვახიძე. სპეცმასწავლებელმა წარადგინა პრეზენტაცია და გაიმართა საინტერესო დისკუსია ,რომელშიც აქტიურად ჩაერთო კლუბის წევრი მოსწავლეები . ისაუბრეს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების უფლებების დაცვასა და საზოგადოებაში მათი  ინტეგრირების აუცილებლობაზე ,ხელშეწყობაზე. მოსწავლეები გაეცნენ ფილმიდან “Templ Grandin” ნაწყვეტს,რომელშიც ნათლადაა ასახული რაოდენ  განსაკუთრებულ  უნარებსა  და შესაძლებლობებს  შეიძლება ფლობდნენ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანები.


ბიბლიოთეკის დღე

საქართველოში 30 აპრილს  ბიბლიოთეკარის დღე აღინიშნება, რასთან დაკავშირებით ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში მე-7 (მე-4) კლასის მოსწავლეებმა გოდერძი ჩოხელის შემოქმედება განიხილეს, კონკრეტულად, ,,თევზის წერილები”. ბავშვებმა შექმნეს წერილები, შთაბეჭდილებების ამსახველი ბარათები და საჯაროდ იმსჯელეს მოთხრობაში წამოჭრილ პრობლემებზე, ღირებულებებზე, ფასეულობებზე; იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც გვხვდება ცხოვრებაში სამართლიანობასა და უსამართლობას შორის გადებულ ხიდზე.   აღნიშნულ აქტივობას ხელმძღვანელობდა  სკოლის ბიბლიოთეკარი – მარინა ბაბუნაშვილი და მე-7 (მე-4) კლასის დამრიგებელი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი – ლიკა თეგეტაშვილი. სწორედ მათი საერთო ძალისხმევით ჩატარდა აღნიშნული საგანმანათლებლო აქტივობა, რომელიც მიზნად ისახავდა კითხვის პოპულარიზაციასა და მოსწავლეთა  მეტად დაახლოებას ბიბლიოთეკის ,,ცხოვრების წესებთან”.    საყურადღებო ფაქტია, რომ მოსწავლეები უფრო სიღრმისეულად დაინტერესდნენ გოდერძი ჩოხელის შემოქმედებით. ბოლოს კი დაითქვა დღე, როცა კვლავ შეიკრიბებიან ბიბლიოთეკაში და განიხილავენ წაკითხულ წიგნებს.