სამი შეხვედრა, სამი აღმაფრენა

სადისკუსიო კლუბის შექმნის იდეა,კარგა ხანი გვაწვალებდა,ჩვენ-საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის წევრებს.რამდენი თემა,მოსაზრება,არგუმენტი იბადება ხოლმე ისტორიის….გეოგრაფიის….. სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე. იბადება და დროის სიმცირის გამო ვერ ვეძიებთ ბოლომდე,გამოგვაქვს დასკვნები ნაჩქარევი…..მეტი გვინდოდა გვეთქვა, ….და აი,სწორედ აქ დაიბადა იდეა,რომელსაც ფრთები შევასხით და 2023 წლის 25 თებერვალს პირველი შეხვედრაც შედგა.მოკრძალებული,შიშნარევი,მშვიდი იყო პირველი შეხვედრა,ფორმატიც თითქოს ცოტა უჩვეულო.მაინც შევძელით მეათეკლასელთა გარკვეული ნაწილის აქტიური ჩართვა და მონაწილეობა.

პირველი სადისკუსიო შეხვედრა 25 თებერვლის ისტორიას და მისი,როგორც „დღესასწაულის“აღნიშვნას შეეხო….შეხვედრა მიგვყავდა ჩვენ:ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს:ვიკა კვანტალიანსა და გურანდა შანიძეს. ბევრი კითხვა დაისვა,ბევრი საინტერესო მოსაზრება გაჟღერდა,მომავალი შეხვედრის თემაც დაანონსდა და…..


სსიპ ქალაქ ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლასთან არსებული სადისკუსიო კლუბი

კლუბის ხელმძღვანელები ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლები:

ვიოლეტა კვანტალიანი და გურანდა შანიძე

     სსიპ ქალაქ ქუთაისის № 30  საჯარო სკოლაში 2022-23       სასწავლო     წლიდან კვლავ განაგრძო მუშაობა სადისკუსიო კლუბმა.

კლუბის შეხვედრებს ატარებს სკოლის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრა, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს სკოლაში არსებულ სხვა კათედრებთან და ადმინისტრაციასთან.

კლუბის ხელმძღვანელები არიან: ისტორიისა და მოქალაქეობის მასწავლებლები გურანდა შანიძე და ვილეტა კვანტალიანი.

კლუბის წევრები არიან: 30-ე საჯარო სკოლის  X-XI კლასის მოსწავლეები.

  • კლუბის მუშაობის მიზანი: მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება, სადისკუსიო და ლოგიკური მსჯელობის უნარების განვითარება. სწორი სახელმწიფოებრივი და მოქალაქეობრივი ხედვის ჩამოყალიბება.  სკოლის  მოსწავლეების  ერთმანეთთან დაახლოვება; მოსწავლეთა თვითრეალიზაციისთვის ხელის შეწყობა.

კლუბის მუშაობის პერიოდი:  პერმანენტულად წლის მანძილზე.

კლუბის შეხვედრა ტარდება თვეში ერთხელ, შერჩეულ დღეს და შერჩეულ თემაზე.

შეხვედრა  გრძელდება 40-50 წთ (მაქსიმუმ 1 საათი). დისკუსიის მანძილზე მოსწავლეები  მსჯელობენ სხვადასხვა აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე, რომელიც მათი მოქალაქეობრივი და ეროვნული თვითშეგენების ამაღლებაზეა ორიენტირებული.