სსიპ ქალაქ ქუთაისის # 30 საჯარო სკოლაში 13 ივნისს IV/5 კლასის მოსწავლეებმა სააქტო დარბაზის სცენაზე სპექტაკლი “დოდონა” გააცოცხლეს. პატარა მსახიობები დიდი მონდომებით ასრულებდნენ თავიანთ როლს და მაყურებელს ძველი თბილისის ხმაურიან ქუჩებში ამოგზაურებდნენ. სპექტაკლის იდეა ყველაზე მტკივნეულ და პრობლემურ საკითხს – ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს, მათ აღზრდას, საზოგადოების დამოკიდებულებას და იმ პრობლემებს ეხებოდა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა წლებია აწყდება. პატარებმა არა მხოლოდ პრობლემები დაანახეს მაყურებელს, არამედ მათი გადაჭრის გზებიც შესთავაზეს და აჩვენეს, რა მნიშვნელოვანია იყო ღირსეული, აქტიური და ემპათიური მოქალაქე. სპექტაკლმა პატარებს ის სწორი ღირებულებები დაანახა, რაც ასე მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის! იდეისა და სცენარის ავტორი, IV/5 კლასის ხელმძღვანელი: თიკო კახიძე მუსიკალური მხარდამჭერი- თეა გამეზარდაშვილი