ფორუმ თეატრი

27 დეკემბერს ქუთაისის N30 საჯარო სკოლაში ტრადიციულად გაიმართა ფორუმ თეატრი, რომლის რეჟისორი, სპორტის მასწავლებელი ბექა იაკობიძე გახლდათ. ფორუმ თეატრის ძირითადი თემა მშობლების, შვილებისა და მასწავლებლების ურთიერთობა იყო. ბავშვებმა სცენაზე გააცოცხლეს ის პრობლემები, რომლებიც თანამედროვე სკოლაშია და შეეცადნენ გადაჭრის გზების ძიებას.მნიშვნელოვანია, რომ დისკუსიაში მშობლები და შვილები აქტიურად იყვნენ ჩართულნი და სამომავლოდ ფორუმ თეატრისათვის თავად აირჩიეს თემები, რომელთა შესახებ ისურვებდნენ მსჯელობას.დისკუსიას უძღვებოდა სკოლის დირექტორი, ბატონი მიხეილ გიორგაძე, რომელმაც გამოკვეთილ პრობლემებზე მოისმინა სამივე მხარის (მოსწავლის, მასწავლებლის, მშობლის) პოზიცია და მისცა მათ საშუალება, სხვადასხვა კუთხით დაენახათ საერთო სატკივარი.

ღონისძიებები.

https://youtu.be/hivF7IE3uNU