ადამიანი და გენური ინჟინერია

სსიპ ქალაქ ქუთაისის N30-ე საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრაზე, პედაგოგ ეთერ კვახაძის ინიციატივით გაიმართა სასკოლო/სამეცნიერო კონფერენცია, თემაზე: ,,ადამიანი და გენური ინჟინერია“. აღსანიშნავია, რომ თემატიკა მოსწავლეთა მიერ იქნა შერჩეული, მათი ინტერესებიდან გამომდინარე. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ეთერ კვახაძისა და მაკა გუგუნავას მე-11 კლასის 9 მოსწავლემ: შოთა კინწურაშვილმა, რეზიკო ჩახუნაშვილმა, მარიამ ლეთოდიანმა, ნია ჟორჟოლიანმა, ლიკა არჯევანიძემ, ელიზაბეტ პაპავამ, მეგი ბასილაიამ, ანასტასია კბილაშვილმა და ბარბარე გრიგალაშვილმა. მათ ისაუბრეს გენური იჟინერიის თანამედროვე მიღწევებზე, ღეროვან უჯრედებსა და მათ სამომავლო პერსპექტივაზე. განიხილეს, გენური ინჟინერიის ,,მედლის“ ორი მხარე, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მოსაზრებები მეცნიერული კვლევების მონაცემების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ კონფერენცია ემსახურებოდა მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას. პროცესი ინტერაქტიული იყო და იგრძნობოდა სინთეზი მომხსენებლებსა და აუდიტორიას შორის. კონფერენციის ბოლოს გაიმართა მცირე დისკუსია გენმოდიფიცირებული  და ნატურალური საკვების განსხვავებულ ღირებულებებზე.

კონფერენცია შეაფასა და შეაჯამა სკოლის დირექტორმა- მიხეილ გიორგაძემ. მან მადლობა გადაუხადა და თითოეულ მომხსენებელს გადასცა სერთიფიკატი აქტიური მონაწილეობისათვის.

აღნიშნა, რომ ხშირად უნდა ჩატარდეს მსგავსი ტიპის აქტივობები, რადგან აუცილებელია თანამედროვე მეცნიერული მიღწევების შესახებ ცნობიერების ამაღლება კაცობრიობისათვის ესოდენ აქტუალური საკითხის მიმართ.


12 ივნისს ქალაქ ქუთაისის N30 საჯარო სკოლაში გაიმართა ტრადიციული საზაფხულო სამეწარმეო გამოფენა-გაყიდვა. X კლასის მოსწავლეებს გამოტანილი ჰქონდათ საკუთარი ხელით შექმნილი სხვადასხვა სახის ორიგინალური ნამუშევრები. სკოლა მუდამ მხარს უჭერს ახალგაზრდა მეწარმეებს და ზრუნავს მათი, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული უნარების განვითარებასა და გაუმჯობესებაზე. თანამედროვე სამყაროში უმნიშვნელოვანესია მოსწავლეებმა მიიღონ და გამოიმუშაონ ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამეწარმეო კომპეტენციები, რომლებიც მათ პრაქტიკაში გააცნობს ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლებს, გაუჩენს მოტივაციას და სურვილს, რომ ჩამოყალიბდნენ თავისუფალ, დამოუკიდებელ, შემდგარ მოქალაქეებად.