2023 წლის 21 დეკემბერს შედგა სტივ ჯობსის აკადემიის სტუდენტების დაჯილდოვება. აღსანიშნავია, რომ დაჯილდოვებულთა შორის არიან სსიპ № 30 საჯარო სკოლის VI2 კლასის მოსწავლეები: ლუკა ჭულუხაძე და თეიმურაზ ადეიშვილი.
სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ლუკა ჭულუხაძე დაჯილდოვებულია სტივ ჯობსის აკადემიის 70 %- იანი გრანტით, ხოლო თეიმურაზ ადეიშვილი სტივ ჯობსის 50 % – იანი გრანტით.
ვულოცათ ჩვენს მოსწავლეებს ამ დიდ წარმატებას.
სპექტაკლი “ჩვენი პატარა ქალაქი”
ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საერთაშორისო სასკოლო თეატრალური ფესტივალი „N- ოვაცია“ ჩატარდა, რომელიც უკვე 14 წელია არსებობს. ჩვენი სკოლა ღირსეულად მონაწილეობს ამ ფესტივალში, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ წლების განმავლობაში ჩვენი სკოლა არაერთხელ გახდა გრანპრისა და სხვადასხვა საპრიზო ადგილის მფლობელი. ფესტივალში მონაწილეობა რამდენიმე სკოლამ მიიღო, მათ შორის, ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლამ, რომელმაც წარადგინა რეზო გაბრიაძის სპექტაკლი ,,ჩვენი პატარა ქალაქი”. ინსცენირების ავტორი და რეჟისორი გახლდათ ზეკო ხაჩიძე. სპექტაკლში მონაწილეობა მიიღეს მე-5, მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეებმა და აგრეთვე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა – ლიკა თეგეტაშვილმა და ნანა კახიძემ.
მონაწილეთა მონდომებამ შედეგი გამოიღო და რამდენიმე დამსახურებული ჯილდოც მოიპოვეს. უპირველესად, აღსანიშნავია, რომ მონაწილენი მიწვეულნი არიან თურქეთში, ქალაქ სიდეში, თეატრალურ ფესტივალზე. სპექტაკლმა და მონაწილეებმა ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურეს და დაჯილდოვდნენ შემდეგ ნომინაციებში:
1) ნომინაცია- ფესტივალის ყველაზე ანსაბლური სპექტაკლი;
2) ნომინაცია- წლის საუკეთესო მაყურებელი;
3) ნომინაცია- წლის საუკეთესო დირექტორი – მიხეილ გიორგაძე;
4) ნომინაცია – წლის საუკეთესო დებიუტი – ზეკო ხაჩიძე;
5) ნომიაცია – რეზო ქაროსანიძის სახელობის პრიზი – ემიკო გიორგაძე;
6) ნომინაცია – ტარიელ ხარხელაურის რჩეული ვაჟი -გიორგი გიორგაძე;
7) ნომინაცია – წლის რჩეული პედაგოგი- ლია თეგეტაშვილი;
8) ნომინაცია – ქალის საუკეთესო მთავარი როლი – ნანა კახიძე;
სპექტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა და, რაც მთავარია, უფრო მეტ მოსწავლეს გაუჩნდა სურვილი, რომ შემდეგ წელს მათაც მიიღონ მონაწილეობა დასახელებულ თეატრალურ ფესტივალში, რაც მეტად მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო ღირებულებების გასაცნობიერებლად.
ამგვარად, ჩვენი სკოლა დიდი შემართებით აგრძელებს სვლას მოსწავლეთა შემოქმედებითი ცხოვრების განსავითარებლად, რასაც ამოწმებს კიდეც მიღწეული შედეგები.
სსიპ. ქალაქ ქუთაისის #30 საჯარო სკოლა “რა? სად? როდის?”. ქუთაისის ჩემპიონია. სსიპ. ქალაქ ქუთაისის #30 საჯარო სკოლის ნაკრებმა გუნდმა უმაღლესი ქულა დააგროვა მთელი იმერეთის მასშტაბით.
პროექტი ტარდება “ევროკავშირი საქართველოსთვის”-ის (EU 4 Georgia) მიერ. თამაშის თემატიკა კი იყო ევროპა. ჩვენი სკოლის გუნდის წევრები იყვნენ: რეზიკო ჩახუნაშვილი, მარიამ ბენიძე, ნოდარ გამეზარდაშვილი, გიორგი კაპეტივაძე, გივი ლომიძე და ანრი დვალიშვილი.თამაშს უძღვებოდა საქართველოს ინტელექტუალური კლუბის წამყვანი და თავად ამ თამაშის ავტორი- გიორგი მოსიძე.იმერეთის მასშტაბით 228 გუნდმა და 1700-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა თამაშში და გაიგო მეტი ევროკავშირისა და ზოგადად ევროპის შესახებ.წლის განმავლობაში თამაშები ჩატარდება საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში და უფრო მეტ ადამიანს მისცემს საშუალებას, ჩაერთოს და გაიღრმაოს ცოდნა ევროკავშირის შესახებ.