ნორჩ ინტელექტუალთა კლუბი 30-ე საჯარო სკოლაში დაარსდა 2006 წელს, მას შემდეგ, რაც სკოლის დირექტორად არჩეულ იქნა ბ-ნი: მიხეილ გიორგაძე. იგი თავად იყო კლუბის დამაარსებელიც, ორგანიზატორიც და პირველი ხელმძღვანელიც.

კლუბმა 2007-2008 წლებში ფუნქციონირება განაგრძო ირაკლი შეყილაძის ხელმძღვანელობით,2009 წელს მას ხელმძღვანელობდა დავით ჩივაძე, ხოლო 2010 წლიდან დღემდე უფროს ასაკობრივ ჯგუფს წვრთნის, ისტორიკოსი ვიკა კვანტალიანი. კლუბთან ფუნქციონირებს უმცროსი ასაკობრივი ჯგუფიც, ხელმძღვანელი ისტორიკოსი-გურანდა შანიძე.

კლუბმა 2007-2008 წლებში ფუნქციონირება განაგრძო ირაკლი შეყილაძის ხელმძღვანელობით,2009 წელს მას ხელმძღვანელობდა დავით ჩივაძე,ხოლო 2010 წლიდან დღემდე უფროს ასაკობრივ ჯგუფს წვრთნის,ისტორიკოსი ვიკა კვანტალიანი.
კლუბთან ფუნქციონირებს უმცროსი ასაკობრივი ჯგუფიც, ხელმძღვანელი ისტორიკოსი-გურანდაშანიძე.
კლუბის მუშაობას დღესაც კურირებს მისი პირველი ხელმძღვანელი და სულის ჩამდგმელი-ბატონი მიხეილი.

2010 წლიდან ინტელექტ-კლუბი მართავს ყოველწლიურ ფინალურ თამაშს,რომლის სასურველი და საპატიო სტუმრები არიან ქუთაისელი ინტელექტუალები და ცნობილი მოაზროვნეები, ბატონები: ლაშა კილაძე, კახა მაჩიტიძე, სერგო თევდორაძე, ზაალ ხონელიძე.

ინტელექტ-კლუბის მოაზროვნეთა ნაკრები  წარმატებით ასპარეზობს საქალაქო და რეგიონალურ თამაშებში.2011 წელს სკოლის ნაკრები „MANIA GRANDIOZA” ქალაქის ჩემპიონი გახდა,ხოლო 2014 წელს გუნდი „შავი მარგალიტი“  ქ.ქუთაისის პროკურატურის მიერ ორგანიზებული თამაშების ლიდერი.2014 წელს გამართულ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ჩემპიონატში (ქუთაისის მასშტაბით) კი მეორე ადგილის მფლობელი გახდა.

 

 

 

ნორჩ ინტელექტუალთა კლუბი 30-ე საჯარო სკოლაში დაარსდა 2006 წელს, მას შემდეგ, რაც სკოლის დირექტორად არჩეულ იქნა…….