სეპტაგონი
დღეს სსიპ ქალაქ ქუთაისის #30 საჯარო სკოლაში დაიწყო თამაში „სეპტაგონი“. თამაში გათვლილია სკოლის მოსწავლეებზე და მისი მიზანია: მოსწავლეთა სწავლისადმი მოტივაციის გაზრდა, შეძენილი ცოდნის განმტკიცება, მობილიზება, სწავლის პროცესისა და სასკოლო ცხოვრებაში ხალისის შეტანა., სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის თანამშრომლობისა და კომუნიკაციის გაზრდა. ამ სეზონზე მონაწილეობას ღებულობს VIII კლასის 6 გუნდი. დღეს ითამაშა 84 კლასის შვიდეულმა გუნდმა ერთობამ. თამაში ძალიან სახალისო და საინტერესო გამოდგა. წარმატებები ყველა მონაწილე გუნდს.