ფრანკოფონია 2024

 საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, საფრანგეთის საელჩო, შვეიცარიის საელჩო, კანადის საელჩო და ბელგიის საელჩო, მთელი მარტის თვის განმავლობაში ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის დღესასწაულს აღნიშნავენ საქართველოს სასკოლო და საუნივერსიტეტო დაწესებულებებთან ერთად.

20 მარტი, ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე, აღინიშნება მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც, როგორც ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელ წევრ ქვეყანაში. ფრანკოფონია 2024-ის ფარგლებში, ტრადიციულად, იმართება კონკურსები მოსწავლეებისთვის, რომლებშიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ სსიპ ქალაქ ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები.

წლის ფრანკოფონიის კონკურსები:

1)AGPF-საქართველოს ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაციის კონკურსი « Je lis en français » მონაწილეობა მიიღო მე-8 6კლასის მოსწავლემ ანა წიქარიშვილმა

 ( ფრანგული ენის მასწავლებელი ნ.ხვედელიძე)  და დაიკავა მეორე საპრიზო ადგილი რესპუბლიკის მასშტაბით.

2)ინდივიდუალური კონკურსი ფრანგულენოვანი მოწავლეებისთვის (14-18 წელი), მონაწილეობა მიიღო სამმა მეათეკლასელმა მოსწავლემ: ეკა ჭულუხაძე, მარიამ კუბლაშვილი და თაია გუგუტიშვილი,( ფრანგული ენის მასწავლებელი ნ.ხვედელიძე), რომლებმაც გააკეთეს საკონკურსოდ წარსადგენი ვიდეორგოლები ქართველ ოლიპიელ და პარაოლიმპიელ სპორტსმენებზე და დიდი მოწონება დაიმსახურეს, დაჯილდოვდნენ სიგელებით.

3)იმერეთის რეგიონული კონკურსი « J’aime le français », რომლის ორგანიზებას აკეთებს აწსუ. (მე-10-მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის). მონაწილეობა მიიღო 30-ს სკოლის 14 მოსწავლემ. აქედან, გამარჯვებული გახლდა მე-10 კლ. მოსწავლე ვალერიო ხეცაშვილი,(ფრანგული ენის მასწავლებელი ქ.ხვედელიძე) მე-2 ადგილი წილად ხვდა ეკა ჭულუხაძეს ( მე-10 კლ)  და ხუთეულში მოხვდა მარიამ ბენიძე ( მე-12 კლ).  ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სერტიფიკატებით და სამახსოვრო საჩუქრებით.

4)კინოჩვენება მოსწავლეებისთვის (VIII- XI). ფრანგული ფილმი ,,ქოროს მომღერლები’’

5) პარიზის ოლიმპიური თამაშები 2024, ნახატების ექსპოზიცია

6) ღია კარის დღე მე-4 კლასის მოსწავლეთა მშობელთათვის, თემაზე ,,რატომ უნდა ვისწავლოთ ფრანგული ენა’’. პრეზენტაცია წარადგინეს 30- ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ ქეთევან ცირეკიძემ და ფრანგული ენის მასწავლებელმა ქეთევან ხვედელიძემ.

7)  ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში მონაწილეობა მიიღო 7-მა მოსწავლემ.  რეიტინგული სიის საუკეთესო ათეულში მოხვდა  მე-10 კლასის მოსწავლე ვალერიო ხეცაშილი ( მე-7 ადგილი). მე-12 კლასელმა მარიამ ბენიძემ გადალახა 60% ბარიერი და საუკეთესო 18 მონაწილს შორის მე-14 ადგილი დაიკავა.

ვულოცავთ გამარჯვებულ მოსწავლეებს და კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვბთ.


2024 წლის 3 აპრილს სსიპ ქუთაისის N30 საჯარო სკოლაში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის დოქტორი, ქართული ენის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი თამარ ნინიძე. შეხვედრა ჩატარდა სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი პროექტის ფარგლებში. აღნიშნული პროექტის მიზანია მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ენობრივ საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ და მიიღეს დამატებითი ინფორმაცია ენის შესახებ. მათივე ინიციატივით ჩამოყალიბდა სამომავლო გეგმები და განისაზღვრა შემდეგი აქტივობები. სკოლის სახელით მადლობას ვუხდით ქ-ნ თამარ ნინიძეს საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრისათვის!


29 მარტს ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ ქუთაისის მე-13 ბაგა-ბაღის დირექტორი მაკა აბულაძე და ამავე ბაღის აღმზრდელ-პედაგოგები. შეხვედრის მიზანი იყო, სწავლა-სწავლების პროცესში, ორი მნიშვნელოვანი რგოლის – ბაღისა და სკოლის, კონკრეტულად კი, დაწყებითი საფეხურის, დაახლოება, გამოცდილების გაზიარება და სამომავლო გეგმების დასახვა. შეხვედრას ესწრებოდა სკოლის დირექტორი ბატონი მიხეილ გიორგაძე, დირექტორის მოადგილე ქეთევან ცირეკიძე და დაწყებითი კათედრის მასწავლებლები. ორივე მხარემ განიხილა სტანდარტი, რომლის მიხედვითაც წარმართავენ სასწავლო პროცესს, ისაუბრეს იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რასაც სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულების პედაგოგები აწყდებიან. სამომავლოდ დაიგეგმა აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს ბავშვების ადაპტაციას, უკეთ მოამზადებს მათ სასკოლო ცხოვრებისთვის და საზოგადოებას კიდევ ერთხელ დააფიქრებს, რამდენად მნიშვნელოვანია სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულების ერთმანეთთან თანხვედრა. თანამშრომლობა 3 თვე გაგრძელდება და კონფერენციით დასრულდება, სადაც ორივე მხარე წარსდგება თავიანთი შედეგებით, აღმოჩენებით და გამოცდილებით.