მათემატიკის კლუბის წევრებმა: ნანო სახელაშვილმა,ნინი ბრეგაძემ,მათე პაპიძემ,ლიზი ვარძელაშვილმა ,მარიამ გუგავამ გამართეს პრეზენტაცია მე-9 კლასებში. პრეზენტაცია ეძღვნებოდა  რიცხვის საერთაშორისო დღეს. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი რესურსები,თეორიული მასალის გამოყენებით ჩაატარეს რეალური გაზომვები და გამოთვლები. კლუბის ხელმძღვანელი:თამუნა ბრეგაძე


 

 ფრანფული ენის დღე

ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის დღესასწაული მთელ მსოფლიოში  ტრადიციულად , ყოველი წლის მარტში აღინიშნება.

  წელს, ფრანკოფონია 2024 კვირეულის ფარგლებში,საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს , საფრანგეთის საელჩო საქართველოში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის, საქართველოს ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაციის ,  შვეიცარიის,  ბელგიის და კანადის საელჩოების მხადაჭერით, არაერთი საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობა განხორციელდა საქართველოს კერძო თუ საჯარო სკოლის მოსწავლეთათვის.

სსიპ ქალაქ ქუთაისის N30 საჯარო სკოლის  მე-8 6 კლასის მოსწავლემ, ანა წიქარიშვილმა ( ფრანგული ენის მასწავლებელი ნ. ხვედელიძე ) , მონაწილეობა მიიღო კონკურსში ,, მე ვკითხულობ ფრანგულ ენაზე’’, სადაც გაიმარჯვა და დაიკავა მეორე საპრიზო ადგილი.

  20 მარტს, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროში საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, ქალბატონმა შერაზ გასრიმ დააჯილდოვა ფრანკოფონიის კონკურსების გამარჯვებულები საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის ალექსანდრე წულაძისა და ბელგიის ელჩის მიშელ პიტერმანსის თანდასწრებით.

ვულოცავთ ანას  გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.

@ჩვენგვიყვარსფრანგულიენა

@ვისწავლოთფრანგულიენა


 

“მომავლის შვიდი ფერი”

5 მარტს 30-ე საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბის  “მომავლის შვიდი ფერი”  ფარგლებში მუსიკის მასწავლებლის მარიამ ჭეიშვილის და კლუბის ხელმძღვანელის  თამარ კვარაკვახიძის ხელმძღვანელობით   ჩატარდა საინტერესო დისკუსია თემაზე “რას უსმენს 30-ე ” . დისკუსიამდე მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებში ელექტრონული ფორმატით შედგა გამოკითხვა ,რა ჟანრის მუსიკას ანიჭებენ უპირატესობას მოზარდები, უსმენენ თუ არა ქართველ  შემსრულებლებს , რომელია მათი საყვარელი უცხოელი და ქართველი მუსიკოსები; ხედავენ თუ არა სხვაობას თავიანთ მუსიკალურ გემოვნებასა და მათი მშობლების გემოვნებას შორის და რა მიაჩნიათ ამ განსხვავებების მიზეზ(ებ)ად.  გამოკითხვის ანალიზი პრეზენტაციის სახით წარადგინეს პედაგოგებმა და დისკუსიის პროცესში   მოსწავლეებმა არგუმენტირებულად იმსჯელეს აღნიშნულ საკითხებზე. გამოთქვეს საინტერესო მოსაზრებები იმის შესახებ ,თუ რა განაპირობებს მათთვის გამორჩეულად საყვარელ და  ყველაზე მეტად  დასახელებული მუსიკალური ჟანრის- რეპის პოპულარობას  ახალგაზრდებში. იმსჯელეს ტექნოლოგიების განვითარების როლზეც მუსიკალურ ხელოვნებაში.