16 თებერვალს, მე-5 მეხუთე კლასის მოსწავლეებმა, პროექტის ,,გააგრძელე კითხვა” ფარგლებში რევაზ ინანიშვილის შემოქმედება სკოლის ბიბლიოთეკაში განიხილეს. ბავშვებმა შექმნეს მცირე რეცენზიები და საჯაროდ ისაუბრეს წაკითხული მოთხრობების ღირებულებებზე, ფასეულობებზე; იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც პატარა მკითხველებს სიკეთისა და სიყვარულისკენ სავალ გზას უკვალავს. აღსანიშნავია, რომ პროექტის ხელმძღვანელი გახლავთ ბიბლიოთეკარი – მარინა ბაბუნაშვილი, ხოლო მე-5 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი – ლიკა თეგეტაშვილი. სწორედ მათი საერთო ძალისხმევით ჩატარდა აღნიშნული საგანმანათლებლო აქტივობა. პროექტი მიზნად ისახავს კითხვის პოპულარიზაციასა და მოსწავლეების უფრო მეტად დაახლოებას ბიბლიოთეკის ,,ცხოვრების წესებთან”. საყურადღებო ფაქტია, რომ მოსწავლეები უფრო მეტად დაინტერესდნენ არსებული პროექტით და კითხვის საათის დასრულების შემდეგ, ბიბლიოთეკიდან გაიტანეს კლასგარეშე ლიტერატურა, როგორც ქართული, ისე საზღვარგარეთული მწერლობის ნიმუშებიდან. ბოლოს კი დაითქვა დღე, როცა კვლავ შეიკრიბებიან და განიხილავენ წაკითხულ წიგნებს.

 

სსიპ ქ. ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლაში, 2024 წლის 13 თებერვალს, 2021-2022 წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეგიდით. ცერემონიას ესწრებოდნენ საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე – ბატონი გია ბასილაძე და ავტოქარხნის მუნიციპალიტეტის თავჯდომარე – ბატონი სერგო კუპატაძე. წარჩინებულ კურსდამთავრებულებს მედლები სკოლის დირექტორმა – ბატონმა მიხეილ გიორგაძემ გადასცა. ცერემონიას ესწრებოდნენ ასევე მშობლები, რომლებიც მადლიერებას გამოხატავდნენ სამინისტროსა და სკოლის მიმართ, შრომის დაფასებისა და მოსწავლეთა აღზრდის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის.