პროექტული სწავლება : „ ადიქცია „
მთელს მსოფლიოში და ასევე საქართველოშიც, საგანგაშოა ბავშვებსა და მოზარდებში ადიქციური ქცევის პრობლემა. დამოკიდებულების საგანი მთლიანად მოიცავს ადამიანს, მის ყოველდღიურობას და დანარჩენი ცხოვრებისეული მოვლენები სრულებით კარგავენ აქტუალურობას. სწორედ ამ პრობლემების გამკლავებისათვის ზრუნვამ დაგვაგეგმინა პროექტული სწავლების ფარგლებში მოსწავლეებისათვის მეტი ინფორმაციულობისა და პრაქტიკული , ცხოვრებისეული ამბებით გაჯერებული შეხვედრა მოგვეწყო . სტუმრად მოვიწვიეთ ადიქტოლოგიის სამსახურიდან ექიმ ფსიქოლოგი ქალბატონი ლიკა ყვავიაშვილი. მოეწყო დისკუსია თემაზე : „ როგორ გავუმკლავდეთ ადიქციას „ . ქალბატონმა ლიკამ საკუთარი პრაქტიკიდან არაერთი მაგალითი გააცნო მოსწავლეებს, რამდენი სახის ადიქცია არსებობს და როგორია დღეს სახელმწიფოს ჩართულობა ადიქციის წინააღმდეგ ბრძოლაში. მოსწავლეების მხრიდან დაისვა ბევრი მათთვის საინტერესო კითხვები, დისკუსიამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა რომ სასკოლო თემში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა ადიქციასთან წინააღმდეგ ბრძოლა. მოსწავლეებისა და ხშირად უფროსების არაინფორმირებულობა ხშირად ხდება აღზრდაში დაშვებული შეცდომების მიზეზი, რაც შემდგომში ბავშვში იწვევს ადიქციური ქცევის ჩამოყალიბებას.
სწორედ ამიტომ პედაგოგებისგან ქალბატონი ვიოლეტა კვანტალიანი, გურანდა შანიძე, თამარ ბეჟუაშვილი , თამარ კვარაკვახიძე და სოფიო კლდიაშვილი, დაიგეგმა ადიქციის კუთხით ჩატარდეს არაერთი შეხვედრა სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებთან.
სპექტაკლი “ჩვენი პატარა ქალაქი”
ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საერთაშორისო სასკოლო თეატრალური ფესტივალი „N- ოვაცია“ ჩატარდა, რომელიც უკვე 14 წელია არსებობს. ჩვენი სკოლა ღირსეულად მონაწილეობს ამ ფესტივალში, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ წლების განმავლობაში ჩვენი სკოლა არაერთხელ გახდა გრანპრისა და სხვადასხვა საპრიზო ადგილის მფლობელი. ფესტივალში მონაწილეობა რამდენიმე სკოლამ მიიღო, მათ შორის, ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლამ, რომელმაც წარადგინა რეზო გაბრიაძის სპექტაკლი ,,ჩვენი პატარა ქალაქი”. ინსცენირების ავტორი და რეჟისორი გახლდათ ზეკო ხაჩიძე. სპექტაკლში მონაწილეობა მიიღეს მე-5, მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეებმა და აგრეთვე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა – ლიკა თეგეტაშვილმა და ნანა კახიძემ.
მონაწილეთა მონდომებამ შედეგი გამოიღო და რამდენიმე დამსახურებული ჯილდოც მოიპოვეს. უპირველესად, აღსანიშნავია, რომ მონაწილენი მიწვეულნი არიან თურქეთში, ქალაქ სიდეში, თეატრალურ ფესტივალზე. სპექტაკლმა და მონაწილეებმა ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურეს და დაჯილდოვდნენ შემდეგ ნომინაციებში:
1) ნომინაცია- ფესტივალის ყველაზე ანსაბლური სპექტაკლი;
2) ნომინაცია- წლის საუკეთესო მაყურებელი;
3) ნომინაცია- წლის საუკეთესო დირექტორი – მიხეილ გიორგაძე;
4) ნომინაცია – წლის საუკეთესო დებიუტი – ზეკო ხაჩიძე;
5) ნომიაცია – რეზო ქაროსანიძის სახელობის პრიზი – ემიკო გიორგაძე;
6) ნომინაცია – ტარიელ ხარხელაურის რჩეული ვაჟი -გიორგი გიორგაძე;
7) ნომინაცია – წლის რჩეული პედაგოგი- ლია თეგეტაშვილი;
8) ნომინაცია – ქალის საუკეთესო მთავარი როლი – ნანა კახიძე;
სპექტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა და, რაც მთავარია, უფრო მეტ მოსწავლეს გაუჩნდა სურვილი, რომ შემდეგ წელს მათაც მიიღონ მონაწილეობა დასახელებულ თეატრალურ ფესტივალში, რაც მეტად მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო ღირებულებების გასაცნობიერებლად.
ამგვარად, ჩვენი სკოლა დიდი შემართებით აგრძელებს სვლას მოსწავლეთა შემოქმედებითი ცხოვრების განსავითარებლად, რასაც ამოწმებს კიდეც მიღწეული შედეგები.