ენების ევროპული დღე (ეედ) 2024 სსიპ ქალაქ ქუთაისის # 30 საჯარო სკოლაში
2024 წლის 27 სექტემბერს, სსიპ ქალაქ ქუთაისის #30 საჯარო სკოლის ფრანგული და ინგლისური ენის მასწავლებლების ( ქ. ხვედელიძე, ნ. ხვედელიძე, ს. ორმოცაძე) მიერ განხორციელდა პროექტი- ,,ენების ევროპული დღე ჩემს სკოლაში’’, რაც გულისხმობდა მრავალფეროვანი აქტივობების ჩატარებას საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის.
პროექტში მონაწილე მოსწავლეები ჩართულები იყვნენ სხვადასხვა შემეცნებით-გასართობ აქტივობაში, რაც მოიცავდა სახალისო კონკურსებსა და მუსიკალურ ვიქტორინას. მათ მიეცათ შესაძლებლობა უკეთ გაცნობოდნენ ევროპაში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების წამომადგენლების კულტურულ თუ ენობრივ თავისებურებებს.
მე-8, მე-9, მე10, მე-11 კლასების მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ვიქტორინაში -,,ევროპა’’. მონაწილე მოსწავლეთა განაწილება მოხდა 5 გუნდად, თითოეულ გუნდში იყო 8 მონაწილე.
ასევე ჩატარდა აქტივობა ,,ლიტერატურული სახელოსნო’’,რაც გულისხმობდა ნახატის შექმნას წაკითხული ნაწარმოების ეპიზოდზე (ა. სენტ ეგზიუპერი-,,პატარა უფლისწული’’).
მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ვიდეო-რგოლების კონკურსში, თემაზე: ,, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება’’ -სხვადასხვა ევროპულ ენაზე.
ბოლოს სახალისო ცეკვის კარაოკემ, ძალიან გაახალისა მონაწილეები.
ღონისძიების ბოლოს, გამოვლინდა კონკურსში გამარჯვებული გუნდი.
ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.
საზაფხულო ფრანკოფონული ბანაკი- დილიჟანი 2024- ,, შექმნა და ინოვაცია ერთად’’.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფრანგულენოვანი რეგიონალური ცენტრი CREFECO- სისტემატურად ახორციელებს მრავალფეროვან საინტერესო საგანმანათლებლო პროექტებს, რომელთა უმთავრეს მიზანს კლასგარეშე აქტივობების ორგანიზება ფრანგული ენის, ფრანკოფონიის პოპულარიზაციისა და წევრ ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარებაა.
ფრანკოფონიის საერთაშორისო სააგენტოს(OIF) ინიციატივით მ.წ. 20-დან 26 აგვისტოს ჩათვლით სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ფრანგულენოვან საზაფხულო ბანაკს ,, შექმნა და ინოვაცია ერთად’’ მასპინძლობდა სომხეთის ქალაქი დილიჟანი.
ბანაკი გათვლილი იყო CREFECO-ს 8 პარტნიორ ქვეყანაზე ( ალბანეთი, სომხეთი, ბულგარეთი, საქართველო, კოსოვო, ჩრდილოეთ მაკედონია, მოლდოვის რესპუბლიკა, რუმინეთი). თითოეული ქვეყნის 2 მოსწავლე (სულ 16 მოსწავლე) 8 თანმხლებ მასწავლებელთან ერთად შეიკრიბა დილიჟანში, რათა გაეღრმავებინათ ფრანგული ენის ცოდნა და ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ თავიანთი კულტურა და შემოქმედება ფრანგულ ენაზე.
ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში, ფრანგულ ენაში გამარჯვებული მოსწავლეებიდან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ საერთაშორისო ბანაკში გასაგზავნად შეირჩა 2 მოსწავლე: ვალერიო ხეცაშვილი-სსიპ ქალაქ ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე და ქეთევან დვალიშვილი-თბილისის კომაროვის სკოლის მე-11 კლასელი და ერთი მასწავლებელი, სსიპ ქალაქ ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის ფრანგული ენის მასწავლებელი- ქეთევან ხვედელიძე.
ბანაკის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ქვეყნების პრეზენტაციები, მათ ასევე საშუალება ჰქონდათ ემუშავათ გუნდურად, სხვადასხვა ჟანრის ფილმის შექმნასა და ტექნიკურ მონტაჟზე. მიღებული გამოცდილება დაეხმარათ კომუნიკაციის და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი იყო სხვადასხვა შემეცნებითი, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული აქტივობა და ექსკურსიები. ბანაკის ყველა მონაწილე მოსწავლეს და მასწავლებელს გადაეცა სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები. იმედს ვიტოვებ, მსგავსი ტიპის საგანმანათლებლო პროექტებში ჩვენი სკოლის ფრანკოფონი მოსწავლეები ისევ აქტიურად ჩაერთვებიან და გაიღრმავებენ ფრანგული ენის ფლობის დონეს .
ქ. ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლა 2024-2025 სასწავლო წელს მნიშვნელოვანი და სიახლეებზე ორიენტირებული ღონისძიებით შეხვდა, რომელსაც ესწრებოდნენ: პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე – გივი მიქანაძე, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე – გია ბასილაძე, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი – მაია ცქიტიშვილი, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი – გოჩა ბაკურაძე, მე-12 კლასის კურსდამთავრებულები, მშობლები და პედაგოგები;
შეხვედრა გაიმართა ბატონი გოჩა ბაკურაძის ინიციატივითა და დაფინანსებით მოწყობილ უნიკალური აღჭურვილობის, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტში, რომელსაც სკოლის დირექტორის, მიხეილ გიორგაძის გადაწყვეტილებით, ღვაწლმოსილი პედაგოგის, ანიკო (მადონა) ბოჭორიშვილის სახელი მიენიჭა;
ღონისძიების მიმდინარეობისას ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ლია თეგეტაშვილმა, ისაუბრა მადონა ბოჭორიშვილის ღვაწლსა და გოჩა ბაკურაძის დამსახურებაზე;
სტუმრებმა უყურეს მოსწავლეების მიერ მომზადებულ ვიდეო-რგოლს, რომლითაც ბავშვები მადლიერებას ამჟღავნებდნენ ლიტერატურული ოთახის მოწყობის შესახებ;
სასიხარულო ფაქტია, რომ ყოველწლიური პრემია ,,სსიპ ქუთაისის #30 საჯარო სკოლის წლის საუკეთესო მასწავლებელი ქართულ ენასა და ლიტერატურაში’’, რომელიც ღვაწლმოსილი პედაგოგის ანიკო (მადონა) ბოჭორიშვილის სახელს ატარებს და ასევე ბატონი გოჩა ბაკურაძის ინიციატივით დაარსდა, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგეს, ბელა გიორხელიძეს გადაეცა;
შეხვედრისას სკოლის დირექტორმა, ბატონმა მიხეილმა, ისაუბრა, თუ რა გზა განვლო 30-ე სკოლამ წარსულიდან დღევანდელობამდე და გამოკვეთა ის გრძელვადიანი მიზნები, რომლებიც სკოლას უფრო მეტ წინსვლა-განვითარებას ჰპირდება;
ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ მიმდინარე სასწავლო წელს სკოლადამთავრებული მოსწავლეები. საყურადღებო ფაქტია, რომ ჯამში 68 მოსწავლიდან 65-მა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, მათგან 18-მა მოსწავლემ კი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში გრანტი მოიპოვა, რაც სკოლის მაღალ აკადემიურ ხარისხს ნამდვილად ცხადყოფს;
აღსანიშნავია ის საკითხიც, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მასწავლებლების როლზე საქართველოს განათლების სისტემისთვის.
ამგვარად, ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლა 2024-2025 სასწავლო წელს შემართებით, ახალი იდეებით დახუნძლული და მოსწავლეთა ცნობიერების, აზროვნების, ინტელექტის განვითარებაზე ორიენტირებული მიზნების განხორციელების სურვილით შთაგონებული შეხვდა.