2023 წლის 11 ივნისს ქალაქ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამეწარმეო ინოვაციების ბანაკი-” ფინანსური წიგნიერება”, რომელიც მეტად აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხია თანამედროვე საზოგადოებაში. შესაბამისად აღნიშნული სახის ღონისძიებები იმთავითვე აუცილებელი და საჭიროა მომავალ თაობათა სწორ გზაზე ყოფნისათვის. ღონისძიება მიმდინარეობდა 12 საათის განმავლობაში. მასში მონაწილეობდა სხვადასხვა რეგიონის 100 მოსწავლე, მათ შორის 10 ქუთაისის N30 საჯარო სკოლისა. ღონისძიებამ მეტად საინტერესოდ და დასამახსოვრებლად ჩაიარა. მოსწავლეებმა კონკრეტული ქეისის ფარგლებში წარმოადგინეს თავიანთი პრეზენტაციები, როთაც შეეცადნენ მოეგვარებინათ და გადაეჭრათ საზოგადოების წინაშე არსებული მძიმე პრობლემა. ღონისძიების ბოლოს გამოვლინდნენ გამარჯვებულები გუნდები და მოსწავლეები. ჩვენი ახალგაზრდა მეწარმეები მადლობას უხდიან ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს (Junior achievement Georgia) და ქუთაისის N30 საჯარო სკოლას გვერდით დგომისა და მხარდაჭერისთვის.



„მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა“- ასე დასრულდა 31 მაისს, სსიპ ქალაქ ქუთაისის N30 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში გამართული სპექტაკლი, სახელწოდებით- „ერთხელ არაბეთის სამეფოში“, რომელიც VI-მეხუთე კლასმა რუსთველურ მოტივებზე დაწერილი სცენარის მიხედვით გაითამაშა და სცენაზე, გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ კლასის მიერ შემოთავაზებული უკვე მესამე სპექტაკლით მორიგი ცეცხლი დაინთო. ალბათ, წარმოდგენაც კი გაუჭირდებოდა კაცს, რომ ოდესმე თამარ მეფე და თინათინი შეხვდებოდნენ ერთმანეთს; ასევე წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ გამეფების საზეიმო ცერემონიაზე, არაბეთში, დელეგაციით მივლენილი ქართველები „სამაიასა“ და „ცეკვა ქართულს“ (ე.წ. „დაისი“) ასე ამაღელვებლად შეასრულებდნენ. თუმცა სიამაყით უნდა ვთქვათ, რომ ის, რაც ერთი შეხედვით შეუძლებლად მიიჩნევა, ჩვენთან, 30-ე სკოლაში ნამდვილად არ წარმოადგენს დაუძლეველ სირთულეს. ჩვენთვის ჩვეულებად იქცა ქალისა და მამაკაცის თანაბარუფლებიანობის შესახებ საუბარი. ამ საკითხს ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ საკითხად მივიჩნევთ და ჩვენი სკოლის სცენაც გამოვიყენეთ იმისათვის, რომ მაყურებლისთვის არაერთხელ შეგვეხსენებინა და დაგვედასტურებინა, თუ რას ემყარება ჯანსაღი საზოგადოების არსებობა- თანასწორობა, თანაბარუფლებიანობა, აღიარება და თვითიდენტობით სიამაყის განცდა, რაც „ვეფხისტყაოსანშიც“ არაჩვეულებრივად აისახა- „ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია“ და ჩვენი კულტურისა და ისტორიული წარსულის, ალბათ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იდეა- „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია”.

იდეისა და სცენარის ავტორი- N30 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი- ნიკოლოზ ჩიქოვანი