ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საერთაშორისო სასკოლო თეატრალური ფესტივალი დასრულდა. ფესტივალში მონაწილეობა რამდენიმე სკოლამ მიიღო, მათ შორის, ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლამ, რომელმაც წარადგინა სპექტაკლი ,,ქაქუცა ჩოლოყაშვილი და წამებული საქართველო”. ინსცენირების ავტორი და რეჟისორი გახლდათ თორნიკე მარჯანიშვილი. სპექტაკლში მონაწილეობა მიიღეს მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებმა და აგრეთვე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა – ლიკა თეგეტაშვილმა. სპექტაკლის ორგანიზატორი კი გახლდათ სალომე ორმოცაძე. მონაწილეთა მონდომებამ შედეგი გამოიღო და რამდენიმე დამსახურებული ჯილდოც მოიპოვეს. უპირველესად, აღსანიშნავია, რომ მონაწილენი მიწვეულნი არიან თურქეთში, ქალაქ სიდეში, თეატრალურ ფესტივალზე. მათ ასევე გადაეცათ შემდეგი ნომინაციები:
1) ნომინაცია- ქართული ეროვნული სულის საუკეთესოდ წარმოჩინება;
2) ნომინაცია- წლის საუკეთესო ლიტერატურული სპექტაკლი;
3) ნომინაცია – რეზო ჩხეიძის რჩეული ბიჭი – ლუკა გვანცელაძე;
4) ნომინაცია- წლის საუკეთესო დირექტორი – მიხეილ გიორგაძე;
5) ნომინაცია – წლის რჩეული პედაგოგები – ლია თეგეტაშვილი და სალომე ორმოცაძე.
სპექტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა და, რაც მთავარია, უფრო მეტ მოსწავლეს გაუჩნდა სურვილი, რომ შემდეგ წელს მათაც მიიღონ მონაწილეობა დასახელებულ თეატრალურ ფესტივალში, რაც მეტად მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო ღირებულებების გასაცნობიერებლად. ამგვარად, ჩვენი სკოლა დიდი შემართებით აგრძელებს სვლას მოსწავლეთა შემოქმედებითი ცხოვრების განსავითარებლად, რასაც ამოწმებს კიდეც მიღწეული შედეგები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს პროექტს იმეგობრე პოლიციასთან, რომლის ფარგლებში სსიპ ქალაქ ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლაში მოხდა შეხვედრა (მაშველებთან, მეხანძრეებთან, პატრულ ინსპექტორებთან, 112 -ის ოპერატორებთან, კრიმინალურ პოლიციასთან). მოსწავლეებმა გამოიჩინეს აქტიურობა, დაუსვეს კითხვები, შედგა ერთგვარი დისკუსიაც. მაღალი იყო მოსწავლეთა დაინტერესება. შეხვედრისას ხალის შესძინა მაშველების და მეხანძრეების ფორმების მორგებამ. აღნიშნული შეხვედრის უმთავრესი მიზანი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობის და სპეციფიკის გაცნობა მოსწავლეებისთვის, მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისათვის.