11 ივნისს ინგლისური როგორც I უცხო ენის კუთხით ტელეხიდი გაიმართა სსიპ ქალაქ ქუთაისის #30 საჯარო სკოლისა და საფრანგეთის დენი დიდროს კოლეჯს შორის, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ 5 კლასის მოსწავლეები. ბავშვებმა გაიცვნეს ერთმანეთი, ისაუბრეს სკოლაზე, სასკოლო აქტივობებზე, ტრადიციებზე და ზაფხულის გეგმებზე. ტელეხიდი აღმოჩნდა საინტერესო, სახალისო და პროდუქტიული, რომელმაც კიდევ უფრო გააღვივა სურვილი სამომავლო თანამშრომლობის.
11 ივნისს სსიპ ქ. ქუთაისის N30 საჯარო სკოლაში ხელოვნების მასწავლებელ მაია ცერცვაძის ხელმძღვანელობით და VIII-IX კლასების მონაწილეობით ,ტრადიციულად, ამ წელსაც, გაიმართა თოჯინების წარმოდგენა, სახელწოდებით- „ენით დაკოდილი“. სულხან-საბა ორბელიანის ამ ყველასთვის კარგად ნაცნობი იგავ-არაკის შთაგონებით შექმნილ სპექტაკლს II კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ წარმოდგენა აღმზრდელობით-საგანმანათლებლო ხასიათისა იყო და ბავშვები ეზიარნენ დიდი ქართველი მეიგავის მიერ არაერთხელ გაჟღერებულ უკვდავ ცხოვრებისეულ სიბრძნეს- სიტყვით მიყენებულ ჭრილობას, ენით ნატკენ გულს ზოგჯერ ვერაფერი ამთელებს და კურნავს, ამიტომ დიდი დაკვირვებაა საჭირო, სანამ ადამიანი ერთ სიტყვას მაინც იტყვის…
ქართული ხალხური მუსიკა სათავეს უძველესი დროიდან იღებს. იგი თავიდანვე დაკავშირებული იყო ჩვენს წინაპართა ყოფასთან. მასში, როგორც სარკეში არეკლილია ქართველი ერის უმდიდრესი ისტორია, სულიერი მისწრაფებანი, ზნეობრივი სისპეტაკე, კაცთმოყვარეობა, პატრიოტული და გმირული შემართება. 2024 წლის 7 ივნისს, 30-ე სკოლის სცენაზე, მუსიკის მასწავლებლების ნინო შალიკაშვილისა და მარიამ ჭეიშვილის ხელმძღვანელობით მოეწყო ქართული ტრადიციული მუსიკის პრეზენტაცია-კონცერტი, სადაც მოსწავლეებმა შეასრულეს ქართული ტრადიციული ცეკვები და ხალხური სიმღერები სხვადასხვა ჟანრისა და კუთხეების მიხედვით. პრზენტაციაზე წარმოდგენილი იყო თოთოეული მუსიკალური ნომრის ისტორიული, თუ მუსიკალური შინარსობრივი მხარე. ღონისძიების მათავარ მიზანს წარმოადგენდა ქართული ტრადიციული მუსიკის პოპულარიზაცია და მოზარდი თაობების ჩართვა და დაინტერესება ერის კულტურული ცხოვრების სფეროში.