2024 წლის 6 ივნისს, ქუთაისის 30-ე სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის ვორკშოპი ჩატარდა, სკოლის პედაგოგის, ფარსმან ფორჩხიძის ხელმძღვანელობით. შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების გაცნობა და სოციალური მეწარმეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება. ვორკშოფის მონაწილე მოსწავლეებს ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ სოციალური მეწარმეობის თემაზე მიეღოთ, როგორც თეორიული ცოდნა, ასევე ჩართულიყვნენ პრაქტიკულ აქტივობებში. პროცესი ხასითდება მოსწავლეთა მაღალი ინტერესითა და ჩართულობით. ვორკშოფი ორგანიზებული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში მცხოვრებ ახალგაზრდებში კარიერის მართვის და სოციალური მეწარმეობის უნარების განვითარება ინოვაციური მოდელის საშუალებით“ ფარგლებში. პროექტის მიზანია უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ახალგაზრდების, დემოკრატიულ საქმიანობაში და შრომის ბაზარში ჩართვის ხელშეწყობა, სოციალური უთანასწორობის შემცირება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მდგრადი განვითარების გზით. პროექტის პარტნიორი ორგანიზაციებია: Childfund Deutschland E.V, (გერმანია), სამეწარმეო სკოლა (უკრაინა), არასამთავრობო ორგანიზაცია “Vesta” (მოლდოვა), ECOVISIO (მოლდოვა), CODE სოციალური მეწარმეობის ჰაბი (სომხეთი) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (საქართველო)

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 13-დან 17 -წლამდე 30 მოსწავლე,რობოტიკისა და პროგრამირების მიმართულებით 100%-იანი დაფინანსებით გაივლიან მომზადებას.

 ამ დაფინანსების ფარგლებში გრანტი მიიღეს ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის 83, 82 და 71 კლასის მოსწავლეებმა: მარიამ ჭაბუკიანმა, ქეთევან ბენიძემ, მარიამ ბობოხიძემ და გიგა ჭაბუკიანმა.

სკოლა წარმატებებს უსურვებს მოსწავლეებს.