სსიპ  ქალაქ ქუთაისის N 30 საჯარო სკოლის

სასკოლო სასწავლო გეგმა

(ცვლილება)

2023-2024  სასწავლო წელი
შინაარსი

შესავალი. 4
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ფილოსოფია. 5
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია. 5
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა. 5
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები. 5
პრინციპები, რომლებსაც ეყრდნობა სასწავლო პროცესი. 6
2023-2024 სასწავლო წლის კალენდარი. 8
საგნობრივი კათედრის მუშაობის პრინციპები. 9
მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასების სისტემა. 10
შეფასების სისტემის ვერიფიკაციის მექანიზმი. 15
საათობრივი ბადე. 17
საგანმანათლებლო რესურსის ჩამონათვალი. 19
შინ სწავლება. 20
ინკლუზიური განათლება. 21
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული/გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება. 24
სადამრიგებლო  პროგრამა. 25
პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამა. 26
მოსწავლეთა უფლებების დაცვა სასწავლო პროცესში. 28
ტრანზიციის მხარდამჭერი აქტივობები. 29
სასკოლო კურიკულუმი. 30
სკოლის განვითარების ხელშემწყობი პროცესების აღწერა. 32
სტრატეგიული გეგმის განვითარება. 32
პერსონალის მართვა და განვითარება. 34
ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოება. 35
მატერიალური რესურსები და ინფრასტრუქტურა. 36
საინფორმაციო რესურსები. 36
ფინანსური რესურსები. 36
მოსწავლეთა აღზრდისა და მხარდაჭერის სისტემები. 37

შესავალი

2023-2024 სასწავლო წლის სკოლის სასწავლო გეგმა შემუშავებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის N40/ნ და 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმების მიხედვით.

სკოლაში სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე – დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე. დაწყებითი საფეხური მოიცავს I-VI კლასებს, საბაზო საფეხური –  VII-IX კლასებს, ხოლო საშუალო საფეხური- X-XII კლასებს.

დაწყებით საფეხურზე სკოლა უზრუნველყოფს:

ა) ფუნდამენტური აკადემიური უნარების – წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობას;

ბ) სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების, პოზიტიური აკადემიური თვითკონცეფციის (საკუთარი თავის, როგორც  მსწავლელის, აღქმა) ჩამოყალიბებას და მოსწავლის მომზადებას საბაზო საფეხურისთვის;

საბაზო საფეხურზე სკოლა უზრუნველყოფს:

ა) საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირებას;

ბ) მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენასა და მხარდაჭერას;

გ) მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარებას;

დ) აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობასა და საფუძვლების შექმნას განათლების მომდევნო საფეხურზე (აკადემიური, პროფესიული) სწავლის გაგრძელებისთვის ან პროფესიული საქმიანობისთვის;

საშუალო საფეხურზე სკოლა უზრუნველყოფს:

ა)   სისტემური აკადემიური და/ან პროფესიული ცოდნის კონსტრუირებას;

ბ) მოსწავლის მიერ საკუთარი პიროვნული განვითარების დაგეგმვისა და აკადემიური/პროფესიული ორიენტაციის მხარდაჭერას.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ფილოსოფია

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია

სსიპ ქალაქ ქუთაისის N 30 საჯარო სკოლის მისია ეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს, რომელიც უზრუნველყოფს  მოსწავლისთვის უსაფრთხო, ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთანამშრომლობასა და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული პოზიტიური გარემოს შექმნას. აღზარდოს ეროვნული ინტერესების დამცველი , ტოლერანტი, მულტიკულტურული და  კანონმორჩილი მოქალაქე. განუვითაროს სამოქალაქო პასუხისმგებლობა, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება. მოსწავლეს დაანახოს მისი როლი გარემოს დაცვასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში.  მისცეს შესაბამისი განათლება, რათა მომავალში შეძლოს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვა , პროფესიის სწორად არჩევა და გახადოს საზოგადოების ღირსეული წევრი.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა

ჩვენი სკოლა იქნება ადგილი, სადაც ურთიერთშეთანხმებისა და თანასწორობის საფუძველზე გამოვავლენთ ჩვენს უნარებს, ვისწავლით დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას, რათა შევქმნათ ტოლერანტული გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, სამომავლოს მიზნებისკენ სწრაფვას და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდას.  

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები

  1. განსხვავებული აზრის პატივისცემა, ტოლერანტობა, მოსწავლეთათვის თანასწორობის განცდის ჩამოყალიბება, დემოკრატიული ფასეულობებისადმი პატივისცემა, ინიციატივების სწორი შეფასება
  2. თანასწორობის პრინციპების გააზრება  – რომელიც გულისხმობს, სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილების მიუხედავად თანასწორუფლებიანობის უნარის განვითარებას
  3. სასკოლო საზოგადოების ყველა წევრის დაცულობა – რომელიც გულისხმობს მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა; გამჭირვალობა,  საჯაროობა , მიუკერძოებლობა და სამართლიანობა ყველა წევრის  მიმართ
  4. ინკლუზიური გარემოს ჩამოყალიბება – რომელიც გულისხმობს, ინდივიდუალური მიდგომების გამოყენებას ნებისმიერი ტიპის მოსწავლისთვის, მათი საჭიროებების, შესაძლებლობების და ინტერესების გათვალისწინებით
  5. პროფესიული ზრდა და განვითარება – რომელიც გულისხმობს, თანამედროვე ლიტერატურის, კვლევების, ინოვაციური მიდგომების გაცნობას და დანერგვას სასწავლო პროცესში, არსებული ცოდნის გამოყენებას საკუთარი პროფესიული პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. პროფესიონალიზმს, საქმის  სიყვარულს და ერთგულებას
  6. თანშმრომლობითი გარემოს ჩამოყალიბება – რომელიც გულისხმობს, კოლეგების მხარდაჭერას პროფესიულ განვითარებაში, კოლეგიალობის ფორმის გაღრმავებას
  7. ფორმალური და არაფორმალური განათლების ურთიერთკავშირი – რომელიც გულისხმობს, ეროვნული მიზნების მისაღწევად, გარდა კურიკულუმით დაგეგმილი პროცესებისა სხვა აქტივობების დაგეგმვას და განხორციელებას

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიზნები

  1. ადმინისტრაციული საქმიანობის გაუმჯობესება და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება;
  2. სწავლა – სწავლების ხარისხის ამაღლება;
  3. თვითშეფასების სისტემის ჩამოყალიბება;
  4. უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო და სასწავლო გარემოს შექმნა;
  5. მშობელთა ჩართულობა სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში;
  6. სწავლებისა და აღზრდის საქმეში მასტიმულირებელი ბერკეტების მოძიება და გამოყენება.
  7. ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება და სკოლის კომპიუტერიზაცია;
  8. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა, განვითარება და აღჭურვა;
  9. სკოლის მმართველობაში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრება;
  10.  სკოლის აღჭურვა სასწავლო რესურსებითა და სწავლების ხელშემწყობი სხვა საშუალებებით.

პრინციპები, რომლებსაც ეყრდნობა სასწავლო პროცესი

  1. სსიპ ქ. ქუთაისის N 30  სკოლა უზრუნველყოფს:

ა) სიღრმისეულ სწავლას;

ბ) პოზიტიურ სასწავლო გარემოს;

გ) ინკლუზიურ განათლებას.

2. სიღრმისეული სწავლა-სწავლება გულისხმობს:

ა)  მოსწავლის შინაგანი ძალების გააქტიურებას;

ბ)  ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას;

გ)  ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას და ორგანიზებას;

დ) სწავლის სტრატეგიების დაუფლებას (სწავლის სწავლა);

ე) მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის შეძენას.

3. სსიპ ქ. ქუთაისის N 30  სკოლა უზრუნველყოფს პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნას, რომელშიც მოსწავლე თავს გრძნობს ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხოდ და ახერხებს შემდეგი ფუნქციურ-კომპონენტური უნარების გამოვლენა-განვითარებას:

კრიტიკული აზროვნებამოსწავლეს  ეძლევა ფაქტების ანალიზის, იდეების გენერირებისა და ორგანიზების, მოსაზრებების დაცვის, შედარების, დასკვნების გამოტანის, არგუმენტების შეფასებისა და პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობა;
შემოქმედებითი აზროვნებამოსწავლეს ეძლევა საშუალება შეაფასოს პრობლემა და გამოწვევა სხვადასხვა პერსპექტივიდან,  ჩამოაყალიბოს ალტერნატიული პასუხები და ხედვები,  დაგეგმოს და შეიმუშაოს პრობლემის გადაჭრის საკუთარი მოდელი;
თანამშროლობამოსწავლეს ეძლევა საშუალება წარმატებით იმუშაოს სხვებთან ერთად საერთო მიზნის მისაღწევად. გაიაზროს საერთო პასუხისმგებლობა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობასთან ერთად. გააცნობიეროს გუნდური მუშაობის პრინციპები და ურთიერთობის ფორმები;
კომუნიკაციამოსწავლეს ეძლევა საშუალება დაამყაროს მიზნობრივი ურთიერთობა სხვებთან და გამოხატოს საკუთარი თავი, როგორც ვერბალურად, ასევე  არავერბალურად  კულტურისა და სიტუაციის შესაბამისად; იყოს აქტიური, კეთილგანწყობილი, ემპათიური მსმენელი, განახორციელოს უკუკავშირი და რეფლექსია; გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა კომუნიკაციის პროცესში;
ხასიათი/ნებელობამოსწავლეს ეძლევა საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების შესწავლის, იდენტობის გააზრების, სწავლის პროცესის მართვის შესაძლებლობა. მხარდაჭერილია მოსწავლის პიროვნული ზრდის მოთხოვნილებები და წახალისებულია მისი თვითაქტუალიზაციის პროცესი;  სწავლის პროცესის მონიტორინგი დაფიქრება სწავლის პროცესზე, იმ პირობების და ფაქტორების ამოცნობა, რომლებიც ხელს  უწყობს  ან აფერხებს    წინსვლას,    სათანადო    ზომების    მიღება    წინსვლის ხელშესაწყობად;   თვითშეფასება   ძლიერი   და   სუსტი   მხარეების დასადგენად, სუსტი მხარეების გასაძლიერებლად გზების დასახვა;  
მოქალაქეობამოსწავლეს ეძლევა საშუალება სხვათა ღირებულებებისა და ფასეულობების გათვალისწინებით იმსჯელოს და იფიქროს იმ გლობალური/კომპლექსური საკითხების გაანალიზებასა და მოგვარებაზე, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანისა და გარემოს მდგრადობაზე. გააცნობიეროს უნივერსალური ეთიკის პრინციპები და ინდივიდის როლი და თანაშემოქმედებითობა საზოგადოების  ჩამოყალიბების პროცესში.

4. ინკლუზიური განათლება გულისხმობს:

ა)  ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაცვას;

ბ)  მრავალფეროვნების დაფასებას;

გ) რესურსების თანაბრად განაწილების პოლიტიკას;

დ) დემოკრატიის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის დაფასებას;

ე) ყველა მოსწავლისთვის თანაბრად ხელმისაწვდომ საგანმანათლებლო პროცესს; სწავლა-სწავლების პროცესში სწავლების უნივერსალური დიზაინის გამოყენებას;

ვ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლისთვის დამატებითი მხარდაჭერის უზრუნველყოფას;

ზ) მოსწავლის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს საკუთარი საგანმანათლებლო გამოცდილების მართვაში; განივითაროს საკუთარი პოტენციალი და გახდეს მის გარშემო მიმდინარე პროცესების აქტიური მონაწილე;

თ) სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი თავს უნდა გრძნობდეს სასკოლო თემის ნაწილად და საკუთარი წვლილი შეჰქონდეს მის განვითარებაში.

2023-2024 სასწავლო წლის კალენდარი

1. სასწავლო წელი ითვალისწინებს ორ სემესტრს. სასწავლო წელს ორ სემესტრად ყოფს ზამთრის არდადეგები.

2. 2023-2024 სასწავლო წლის დაწყების თარიღია: 2023 წლის 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების – 2024 წლის 14 ივნისი, გარდა  I და XII კლასისა;

3. XII კლასის მოსწავლეთათვის 2023-2024 სასწავლო წლის დასრულების თარიღია: 2024 წლის 20 მაისი;

4. I კლასის მოსწავლეთათვის 2023-2024 სასწავლო წლის დასრულების თარიღია: 2024 წლის 27 მაისი;           

5. 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრი მთავრდება 2023 წლის 29 დეკემბერს. მეორე სემესტრი იწყება 2024 წლის 15 იანვარს;

არდადეგები
30.12.2023 – 14.01.2024 – ზამთრის არდადეგები  
08.03.2024 – 14.03.2024 – საგაზაფხულო არდადეგები  

6. სასწავლო კვირა ხუთდღიანია.

2023-2024 სასწავლო წლის კალენდარი დანართი N1 სახით თან ერთვის სასკოლო სასწავლო გეგმას.

7. სკოლაში გაკვეთილების ხანგრძლივობა განისაზღვრება შემდეგი სახით:

  • I კლასში გაკვეთილის ხანგრძლივობაა 35 წუთი;
  • II – XII კლასებში გაკვეთილის ხანგრძლივობაა 40 წუთი;

8. გაკვეთილების დაწყებისა და დასრულების განრიგი, სადაც მოცემულია შესვენებებიც,  დანართი N2  სახით თან ერთვის სასკოლო სასწავლო გეგმას.

საგნობრივი კათედრის მუშაობის პრინციპები

სკოლაში არის  შვიდი  საგნობრივი კათედრა:    

  1. დაწყებითი საფეხურის კათედრა
  2. სახელმწიფო ენის  კათედრა
  3. საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა
  4. უცხოური ენების კათედრა
  5. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა
  6. მათემატიკისა და ტექნოლოგიების კათედრა
  7. ესთეტიკური აღზრდის კათედრა
  8. სახელმწიფო ენის კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ქართული ენა და ლიტერატურის მასწავლებლები;
  9. მათემატიკისა და ტექნოლოგიების კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მათემატიკის  და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლები;
  10. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ბუნებისმეტყველების V-VI კლასების,  ბიოლოგიის, ქიმიისა და ფიზიკის მასწავლებლები;
  11. საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ჩვენი საქართველოს, ისტორიის, საქართველოს ისტორიის, მოქალაქეობის, გეოგრაფიის, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოების,  სამოქალაქო განათლების პროექტის მასწავლებლები;
  12. უცხოური ენების კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ინგლისური ენისა და მეორე უცხოური ენის  (ინგლისურის,  რუსულის, ფრანგულის) მასწავლებლები;
  13. ესთეტიკური აღზრდის კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, მუსიკის და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პროექტის/მუსიკის პროექტის მასწავლებლები; სპორტისა და ფიზიკური აღზრდის მასწავლებლები;
  14. დაწყებითი საფეხურის კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან I-IV კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების, ხელოვნების, სპორტის და ფიზიკური აღზრდის,  მე და საზოგადოების და ჭადრაკის მასწავლებლები.

კათედრების ფუნქციებია:

  • საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირების განხორციელება;
  • რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით;
  • კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;
  • საგაკვეთილო პროცესისთვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სასკოლო ბიბლიოთეკისთვის საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა;
  • სხვა საგნებთან კოორდინირებული მუშაობა (მაგ., ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებზე საერთო დავალებების მოფიქრება და სხვ.);
  • მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის ზრუნვა;

სკოლას შემუშავებული აქვს კათედრის დებულება, რომელიც განსაზღვრავს კათედრის მიზნებსა და ამოცანებს, ფუნქციებს, თავმჯდომარის არჩევის წესს, კათედრის წევრების და თავმჯდომარის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ ინფორმაციებს  და სხვა.   თითოეულ კათედრას წარმოდგენილი აქვს კათედრის სამოქმედო გეგმა. დანართი 3.

მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასების სისტემა

  1. შეფასების მიზანი

მოსწავლის შეფასების მთავარი მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა. შეფასება არის სწავლა-სწავლების განუყოფელი ნაწილი. შეფასების პროცესში მოსწავლე განიხილება ცნობისმოყვარე, საკუთარი ინტერესების, ხასიათისა და გამოცდილებების მქონე  ინდივიდად, რომელსაც უნდა ჰქონდეს მრავალფეროვანი არეალი მოქმედებისა და უკუკავშირისთვის.

მოსწავლის შეფასების ამოცანები

მოსწავლის შეფასების ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:

ა) მოსწავლის მიღწევების დიაგნოსტირება მისი სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად;

ბ) მოსწავლის  მიღწევების / სწავლის პროგრესის ამსახველი პროფილის შექმნა;

გ) მონაცემების შექმნა მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

ძირითადი ამოცანების გადასაჭრელად მოსწავლის შეფასებაში პრიორიტეტი მიენიჭება  კომპლექსურ, კონტექსტის მქონე დავალებებს, რომელთა შესრულება მოსწავლეს უბიძგებს ცოდნის სხვადასხვა კომპონენტის ინტერაქტიულად და თანადროულად გამოყენებისკენ.

  • განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება

შეფასების მიზნიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეთა შეფასება დაუკავშირდეს არა მხოლოდ სწავლების შედეგს, არამედ სწავლის პროცესსაც. ამის უზრუნველსაყოფად სკოლაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.

განმავითარებელი შეფასება:

ა) აჩვენებს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას/პროგრესს;

ბ) ქმნის მხარდაჭერის მექანიზმს მოსწავლის პიროვნული პოტენციალის რეალიზებისთვის. მოსწავლე განმავითარებელი შეფასების აქტიური მონაწილეა და ჩართულია  შეფასებისთვის რელევანტური ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების პროცესში.

განმსაზღვრელი შეფასება ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს საგნობრივი სასწავლო გეგმის შედეგებთან მიმართებით. განმსაზღვრელი შეფასება უნდა ემსახურებოდეს მოსწავლის პოზიტიური თვითშეფასების ჩამოყალიბებას.

I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება, ხოლო V კლასის მეორე სემესტრსა და VI-XII კლასებში განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები.

მე-5 კლასის მე-2 სემესტრსა და VI-XII კლასებში განმსაზღვრელი შეფასებით ფასდება შემაჯამებელი დავალება

საკლასო შეფასების ფორმატში მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები ფასდება ათქულიანი სისტემით ხუთი დონის მიხედვით:

  ქულებიშეფასების დონეებიშეფასების დონეების აღწერა
10მაღალიმოსწავლე  საგნობრივ საკითხზე/საკითხებზე მსჯელობს ბაზისურ ცნებებზე დაფუძნებით; საკითხის/საკითხების შინაარსებზე დაფუძნებით დამოუკიდებლად ჭრის სასწავლო ამოცანებს.
9
8საშუალოზე მაღალიმოსწავლე საგნობრივ საკითხზე/საკითხებზე მსჯელობს ბაზისურ ცნებებზე დაფუძნებით, თუმცა, უჭირს საკითხის შინაარსის გამოყენება სასწავლო ამოცანების განსახორციელებლად.
7
6საშუალომოსწავლე მსჯელობს საგნობრივ საკითხზე/საკითხებზე, თუმცა, აქვს ხარვეზები სასწავლო ამოცანების განხორციელებისა და ბაზისური ცნებების გააზრების მიმართულებით.
5
4 3 2 1დაბალიმოსწავლის მსჯელობა საგნობრივ საკითხთან დაკავშირებით ზედაპირული და არაარსობრივია.

განმსაზღვრელი შეფასება შეიძლება იყოს დიფერენცირებული და არადიფერენცირებული და შეიძლება განხორციელდეს საკლასო და სისტემურ დონეზე (ერთიანი ეროვნული გამოცდები,  ეროვნული შეფასება, სტანდარტიზებული ტესტები, Cambridge KET, PET, FCE; PISA, PIRLS, TIMMS).

არადიფერენცირებული შეფასება (ჩათვლა) გამოიყენება სპორტის საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგნებში, არჩევით საგნებსა და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურებით შეთავაზებულ საგნებში. საშუალო საფეხურზე პროექტებში – სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, მუსიკაში, სამოქალაქო განათლებაში – მოსწავლე ფასდება განმავითარებელი შეფასებით (წერილობითი და /ან ზეპირი ფორმით).

  • განმსაზღვრელი შეფასების სახეობები

სკოლაში გამოიყენება განმსაზღვრელი შეფასების შემდეგი სახეობები:

ა) საგნის სემესტრული ქულა – საგანში მიღებული შეფასება თითოეულ სემესტრში; სემესტრული ქულა გამოითვლება მოსწავლის მიერ სემესტრის განმავლობაში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის საფუძველზე; სემესტრული ქულა მრგვალდება მთელის სიზუსტით. სემესტრული ქულა შეიძლება ამაღლდეს გამოცდის საფუძველზე.

ბ) საგნის წლიური ქულა – სემესტრული ქულებიდან გამომდინარე შეფასება საგანში. წლიური ქულა გამოითვლება საგნის სემესტრის ქულების საშუალო არითმეტიკულის საფუძველზე; წლიური ქულა მრგვალდება მთელის სიზუსტით;

გ) საგნის საფეხურის ქულა – საფეხურის განმავლობაში თითოეულ კლასში მიღებული საგნის წლიური ქულის საშუალო არითმეტიკული;

დ) საფეხურის ქულა გამოითვლება საგნების საფეხურის ქულების საშუალო არითმეტიკულის საფუძველზე; საფეხურის ქულა მრგვალდება მეათედის სიზუსტით.

8. კლასის დაძლევა

  1. კლასი დაძლეულად ჩაითვლება, თუ თითოეული საგნის წლიური ქულა არის 5.0 ან მეტი და არადიფერენცირებული შეფასების შემთხვევაში მოსწავლეს მიღებული აქვს “ჩათვლა”. დაძლეული კლასის განმეორებით გავლა დაუშვებელია.
  2. მოსწავლის მობილობის შემთხვევაში თუ გამშვებ სკოლაში არ ისწავლებოდა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგანი, სკოლა უზრუნველყოფს აღნიშნულ საგანში ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენას, რომლის საფუძველზეც მოხდება სემესტრული/წლიური ქულის გამოყვანა.

9. შეფასება და გაცდენები

1. მოსწავლეთა გაცდენები აღირიცხება ელექტრონულ ჟურნალში. გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების ყოველდღიური აღრიცხვის წარმოებაზე პასუხისმგებელია საგნის მასწავლებელი.

2. თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების  30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.

                                                                       10.    გამოცდის ტიპები

ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, 2023-2024 სასწავლო წელს სკოლაში  შესაძლებელია ჩატარდეს  შემდეგი ტიპის გამოცდები:

  • საშემოდგომო გამოცდა;
  • ექსტერნატის  გამოცდა;
  • სემესტრული ქულის ამაღლების გამოცდა;
  • საგნის წლიური გამოცდა პედაგოგიური  საბჭოს გადაწყვეტილებით

10.1 საშემოდგომო გამოცდა და რემედიაციის პროგრამა                                                                  

1. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის საგნის წლიური ქულა იქნება 5-ზე  ნაკლები,  სკოლა დაუნიშნავს საშემოდგომო გამოცდას ამ საგანში;

2. საშემოდგომო გამოცდის დანიშვნის შემთხვევაში სკოლა ქმნის რემედიაციის პროგრამას თითოეული მოსწავლისათვის. მოსწავლეს უნდა ჰქონდეს გონივრული ვადა რემედიაციის პროგრამის დაძლევისთვის.

3. რემედიაციის პროგრამაში ჩართული მოსწავლის მობილობის შემთხვევაში, მიმღები სკოლა მოსწავლეს რიცხავს ასაკის შესაბამის კლასში და უზრუნველყოფს რემედიაციის გზით საგნის/საგნების დაძლევას.

4. რემედიაციის პროგრამა დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმის სახით სკოლა სთავაზობს იმ მოსწავლეებსაც, რომლებიც არიან სკოლის მიღმა ან იმყოფებიან სკოლის მიტოვების მაღალი რისკის ქვეშ. კურიკულუმის შინაარსს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს თავად სკოლა ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით.

5. საშემოდგომო გამოცდაზე მიღებული ქულა ხდება საგნის წლიური ქულა;

6. სკოლაში საშემოდგომო გამოცდები ჩატარდება წერილობითი ფორმით შემდეგი სასწავლო წლის დაწყებამდე. საშემოდგომო გამოცდის ჩატარების ფორმას და ვადებს თავად განსაზღვრავს  სკოლა

10.2  ექსტერნატის ფორმით გამოცდა                                                                       

1. ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღების წესი და პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით;

2.  ექსტერნატის გამოცდას აბარებენ ის პირები, რომლებიც ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების პროგრამებს ძირითადად დამოუკიდებლად ძლევენ და ექსტერნატის გამოცდას აბარებენ შესაბამისი განათლების დასადასტურებლად, რაც მათ შემდეგ კლასში/საფეხურზე სწავლის გაგრძელების საშუალებას მისცემს („წინმსწრები“) და  აგრეთვე, ის მოსწავლეები, რომელთაც საბაზო/საშუალო საფეხურზე სასწავლო წლის მანძილზე კონკრეტული საგნისათვის გათვალისწინებული საათების 30% და მეტი აქვთ გაცდენილი.

10.3 სემესტრული  ქულის ამაღლების გამოცდა                                                                      

1. სემესტრული ქულის ამაღლების გამოცდა ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე თვლის, რომ მას უფრო მაღალი შეფასება ეკუთვნის.

2. სემესტრული ქულის ამაღლების გამოცდის დანიშვნისთვის მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი მიმართავს სკოლის დირექტორს. დირექტორი განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის სემესტრულ გამოცდაზე დაშვება-არდაშვების შესახებ. დაშვებაზე უარის შემთხვევაში, გადაწყვეტილება იქნება დასაბუთებული.

3. მოსწავლის გამოცდაზე დაშვების შემთხვევაში, სკოლამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები გამოცდის ობიექტურად და მიუკერძოებლად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით.

4. მოსწავლის გამოცდაზე დაშვების შემთხვევაში, გამოცდაზე გასული მოსწავლის საგნის სემესტრული ნიშანი გამოითვლება შემდეგი წესით: გამოცდის ქულა იქნება სემესტრის საბოლოო ქულა.

5. პირველი სემესტრის სემესტრული გამოცდა ინიშნება სემესტრის დასრულებიდან  2 კვირის ვადაში, ხოლო მეორე სემესტრის სემესტრული გამოცდა – სემესტრის დასრულებიდან 2 კვირის ვადაში.

დიაგნოსტიკური წერები

2023–2024  სასწავლო წელს სსიპ ქ. ქუთაიაის N 30 საჯარო სკოლაში დიაგნოსტიკური წერები დადგენილია კლასების და საგნების მიხედვით წელიწადში ორჯერ:

პირველი დიაგნოსტიკური მუშაობა :

 II, III, IV  კლასებში პირველი სემესტრის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში , I კლასების მეორე  სემესტრის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში დაწყებითიდან დაგეგმილია დიაგნოსტიკური წერების ჩატარება შემდეგ საგნებში, როგორიცაა:

  • ქართული
  • მათემატიკა
  • ბუნებისმეტყველება
  • ხელოვნება
  • მე და საზოგადოება (III და IV)

ინგლისურსა და მუსიკაში პირველი და მეორე  სემესტრის დასრულებამდე ორი კვირით ადრე ჩატარდება დიაგნოსტიკური მუშაობა  II, III, IV  კლასებში

პირველი დიაგნოსტიკური მუშაობა  დაწყებით საფეხურზე (I_IV კლასებშ)  ჩატარდება მეორე სემესტრის დასრულებამდე ორი კვირით ადრე ქართულში, მათემატიკაში, ბუნებისმეტყველებაში, ხელოვნებაში, მუსიკაში, მე და საზოგადოებაში.

 V-X კლასებში დიაგნოსტიკური მუშაობა ტარდება წელიწადში ორჯერ : პირველი და მეორე სემესტრის დასრულებამდე ორი კვირით ადრე , პარალელურ კლასებში საგნების გადანაწილება წარმოდგენილია დანართი 4-ის სახით.

დიაგნოსტიკური წერის დასრულების შემდეგ თუ აღმოჩნდა, რომ მოსწავლეს ესაჭიროება დამატებითი მუშაობა, სკოლის ორგანიზებით, საჭიროების მიხედვით ჩაუტარდება დამატებითი მეცადინეობა. 

დიაგნოსტიკური წერის მიზანია ცოდნის დონის დიაგნოსტირება, პრობლემის აღმოჩენა და გასაუმჯობესებელი გზების ძიება. დიაგნოსტიკური წერის შედეგები ნიშანზე გავლენას არ ახდენს.

შეფასებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შენახვის ვადა

სკოლა უზრუნველყოფს შეფასებასთან დაკავშირებული მონაცემების/ინფორმაციის/მტკიცებულებების სათანადო აღრიცხვასა და შენახვას არანაკლებ 3 წლის ვადით.

შეფასების სისტემის ვერიფიკაციის მექანიზმი

ვერიფიკაციის მიზნები და ამოცანები

1. შეფასების სისტემის ვერიფიკაციის მექანიზმის დანერგვის მიზანია, სკოლამ დაადასტუროს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შეფასების პროცესი არის სანდო, ვალიდური, ობიექტური, გამჭვირვალე და სამართლიანი, ხოლო შეფასების შედეგებზე მიღებული გადაწყვეტილებები – ზუსტი.

2. ვერიფიკაციის ამოცანებია:

ა) მოსწავლის შეფასების პროცედურებისა და ინსტრუმენტების შესაბამისობის დადგენა სასკოლო კურიკულუმთან;

ბ) მოსწავლის მიღწევების ანალიზი;

გ) ანალიზით მიღებული შედეგების გამოყენება მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად;

3. მოსწავლის შეფასების ვერიფიკაცია ხორციელდება შემდეგი მიმართულებებით:

  • გამოყენებული შეფასების ინსტრუმენტის (მაგ. მოსწავლისათვის მიცემული ესე, პროექტი, პრეზენტაცია, ტესტი, ლაბორატორიული კვლევა, რეფერატი, ამოცანის ამოხსნა და ა.შ) ვერიფიკაცია;
  • მოსწავლისათვის მიცემული დავალების შეფასების პროცესის (ფაქტობრივი გარემოებები, მიცემული დრო, გარემო, წინასწარ ინფორმირება და ა.შ) ვერიფიკაცია;
  • მტკიცებულებების (მოსწავლის მიერ შესრულებული ტესტის, დავალების, პროექტის, ნაშრომის და ა.შ) ვერიფიკაცია.

4. შეფასების სისტემის ვერიფიკაციისთვის სკოლამ შესაძლებელია გამოიყენოს სხვადასხვა მექანიზმები. მათ შორის, მოსწავლეთა შეფასებისა და სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული წლიური გამოცდების/დიაგნოსტიკური წერების ჩატარება ან სემესტრული გამოცდის ჩატარება, როდესაც მოსწავლეს შეუძლია მოითხოვოს სემესტრული ნიშნის ამაღლება თუ მიღებული ქულა არ აკმაყოფილებს.

ვერიფიკაციის პრინციპები

1. მოსწავლის შეფასება ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

ა) ვალიდურობას;

 ბ) სანდოობას;

გ) გამჭვირვალეობას;

დ) სამართლიანობასა და ობიექტურობას.

2. შეფასების სისტემა ვალიდურია, თუ გამოყენებული შეფასების ინსტრუმენტი რელევანტურია იმ სწავლის შედეგის დადასტურებისათვის, რაც ფასდება. ასევე, შეფასების გამოყენებული ინსტრუმენტი იძლევა სწავლის შედეგის შეფასების შესაძლებლობას ყველა კრიტერიუმის მიხედვით.

3. შეფასების სისტემა სანდოა, თუ განხორციელებული შეფასების შედეგები გამყარებულია სათანადო მტკიცებულებებით.

4. შეფასების სისტემა გამჭვირვალეა, თუ შეფასების პროცესი და დადასტურების პირობები, მოთხოვნები, ასევე შეფასების შესახებ სხვა საჭირო ინფორმაცია წინასწარ არის ცნობილი ყველა მოსწავლისათვის

5. შეფასების სისტემა სამართლიანია, თუ შეფასების პროცესი ორგანიზებულია იმგვარად, რომ ის საშუალებას აძლევს მოსწავლეს დაადასტუროს მიღწეული სწავლის შედეგები (მათ შორის,- შეფასების დრო, შეფასების გარემო, გამოყენებული მასალები, აღჭურვილობა და სხვა პირობები). ასევე, თუ შეფასებისას ყველა ერთნაირ პირობებში იქნა ჩაყენებული.

6. შეფასების სისტემა ობიექტურია, თუ ყველა მოსწავლე ერთნაირი შესრულების პირობებში ერთნაირად არის შეფასებული.

ვერიფიკაციის პროცესი

1. შეფასების ვერიფიკაცია შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე (მაგ. ნიშნის ასამაღლებელი სემესტრული გამოცდის შემთხვევაში), სკოლის დირექციის ინიციატივით (მაგ.გამოცდა, დიაგნოსტიკური წერების ჩატარება და მათი ანალიზი მიმდინარე შეფასებებთან) ან გეგმიურად (საგნობრივი კათედრის მიერ).

2. შეფასების სისტემის ვერიფიკაციის დროს სკოლაში შესაძლებელია განხორციელდეს:

ა)         შეფასების       ინსტრუმენტის        შინაარსობრივი        შეფასება       ვალიდურობის თვალსაზრისით;

ბ) მტკიცებულებათა ფიზიკურად არსებობის შემოწმება;

გ) მტკიცებულებათა საკმარისობის შეფასება;

დ) მტკიცებულებათა ვალიდურობის შეფასება;

ე) შესაფასებელი პირის წინასწარი ინფორმირების მექანიზმის შემოწმება;

ვ) შეფასების დროის საკმარისობის შეფასება;

ზ) შეფასების გარემოს შესაბამისობის შეფასება;

თ) შეფასების პროცესის ფაქტობრივი გარემოებების შემოწმება;

ი) მტკიცებულებათა შეფასება ობიექტურობის თვალსაზრისით;.

3. შეფასების სისტემის ვერიფიკაციის დროს, წინამდებარე პუნქტში მითითებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ ხდება ვერიფიკაციის საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.

შეფასების სისტემის ვერიფიკაციის განმახორციელებელი პირები

შეფასების სისტემის ვერიფიკაცია შესაძლებელია განახორციელოს:

  • დირექტორის მოადგილემ;
  • შესაბამისმა საგნობრივმა კათედრამ (ურთიერთდასწრების, შეფასების რუბრიკების შემუშავების, მოსწავლეთა შეფასებების ანალიზის დროს);
  • დირექტორის მიერ შექმნილმა კომისიამ (მაგ. ნიშნის ასამაღლებელი სემესტრული გამოცდების ჩატარების მიზნით შექმნილმა კომისიამ);
  • ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფმა მასწავლებლის საქმიანობის  დაკვირვების დროს (საგაკვეთილო პროცესზე დასწრება/კომპეტენციების შემოწმება).

სასწავლო პროცესში პედაგოგთა მუშაობა კონტროლდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • სასწავლო მეთოდები და მიდგომები
  • გაკვეთილების დაგეგმვის შემოწმება
  • თემატური ერთეულების შემოწმება
  • გაკვეთილებზე დასწრება
  • რესურსების მოძიება და გამოყენება
  • სემესტრული და წლიური ანგარიშები

სკოლის მართვას ახორციელებს შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:

  • სკოლის ადმინისტრაცია
  • სამეურვეო საბჭო
  • პედაგოგიური საბჭო
  • სკოლის თვითმართველობა

პედაგოგის მუშაობა უნდა აისახებოდეს შემდეგ დოკუმენტებში:

  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • მაწსავლებლობის უფლების დამადასტურებელი სერთიფიკატი. 
  • დოკუმენტები კვალიფიკაციის ამაღლებისა და ტრენინგების გავლის შესახებ.
  • წარმატების აღმნიშვნელი დიპლომები, სიგელები თუ ბრძანებები.
  • თემატური ერთეულები
  • შემაჯამებელი სამუშაოების გრაფიკი, კრიტერიუმები და ანალიზი
  • სემესტრული და წლიური ანგარიშები
  • კურიკულუმების რეფლექსიები
  • კომპლექსური დავალებების რეფლექსიები
  • შეფასების კრიტერიუმები (ესგ-ს შედეგების ტაქსონომია)
  • მასწავლებლის პორტფოლიო
  • წლიური სამოქმედო გეგმა

კათედრის გამგეების მუშაობა უნდა აისახებოდეს შემდეგ დოკუმენტებში:

  • წლიური სამუშაო გეგმა
  • კათედრის დებულება
  • წლის განმავლობაში ჩატარებული სხდომების ოქმები
  • სემესტრული და წლიური ანგარიშები
  • ოლიმპიადების, კონფერენციების ჩატარების გეგმა და ანგარიში
  • კათედრის მიერ წლის მანძილზე ჩატარებული ღონისძიებების, აქტივობებისა და პროექტების ამსახველი მასალები

დამრიგებელთა მუშაობა უნდა აისახებოდეს შემდეგ დოკუმენტებში:

  • სადამრიგებლო პროგრამა
  • სემესტრული და წლიური ანგარიშები
  • მოსწავლეთა გარეგნული იერსახისა და სასწავლო ნივთების ტარების შემოწმების მონაცემები
  • სხვადასხვა სახის სააღმზრდელო ღონისძიებების ამსახველი  დოკუმენტები
  • მშობელთა კრებების განრიგი
  • სადამრიგებლო საათები

მასწავლებლის შეფასება ხორციელდება შემდეგ პარამეტრებზე დაყრდნობით:

 შრომითი დისციპლინა

  • არ აგვიანებს და არ აცდენს უმიზეზოდ, განსაკუთრებულ შემთხვევაში უკავშირდება სკოლის დირექტორს;
  • არ არღვევს შრომით ხელშეკრულებების პირობებს;
  • აქვს თუ არა დისციპლინარული სახდელი;
  • მოწესრიგებული აქვს სასკოლო დოკუმენტაცია;
  • კლასში შექმნილი აქვს უსაფრთხო კეთილგანწყობილი გარემო

 საგაკვეთილო პროცესის ორგანიზება

  • გეგმავს და ამზადებს გაკვეთილებს;
  • მართავს კლასს;
  • ფლობს და იყენებს სწავლა-სწავლების ახალ მეთოდებს;
  • ობიექტურია მოსწავლეთა მუშაობის შეფასებაში;
  • სუფდად და შეუცდომლად აწარმოებს ჟურნალს;
  • აწარმოებს `უბისწიგნაკს~ ყოველდღიური ჩანაწერებისათვის;
  • სწორად ანაწილებს დროს;
  • იყენებს საკლასო მენეჯმენტის მრავალნაირ ხერხებს;
  • რათა ნაფარდობით იყენებს განმავითარებელ (კომენტარები, ნიშნიანი დაუნიშნოEფასება) და განმსაზღვრელ (პირდაპირი) შეფასებას;
  • იყენებს თუ არა მოსწავლეთა თვითშეფასებას, როგორც მენეჯმენტის ერთ-ერთ ხერხს;
  • იყენებს თუ არა შეფასების სისტემის საჯაროობას (მოსწავლეთა და მშობელთა ინფორმირებულობა).

 სწავლება-სწავლის სტრატეგიები

  • რა აქტივობებს იყენებს გაკვეთილის მიმდინარეობის დროს;
  • რამდენად აკავშირებს ერთმანეთთან გავლილ და ახალ მასალას;
  • მასალის ახსნის სიღრმე და მოცულობა;
  • რამდენად ითვალისწინებს დავალებები მოსწავლეთა ინდივიდუალურ შესაძლებლობებს;;
  • როგორ მოწმდებაა თვისების ხარისხი;
  • მუშაობს თუ არა მასწავლებელი მოსწავლეთა უნარჩვევების ჩამოყალიბებაზე;
  • მუშაობს თუ არა მასწავლებელი მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე;
  • ხდება თუ არა მოსწავლის მიერ ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, ანალიზი, შეფასება და სხვა.

სწავლება- სწავლის ხელშემწყობი გარემო

  • რამდენად პოზიტიურია სასწავლო გარემო
  • იყენებს თუ არა ჯგუფურ მუშაობას, როგორც სწავლების ერთ-ერთ სტრატეგიას.
  • იყენებს თუ არა გუნდურობის და თანამშრომლობის პრინციპს, გადაწყვეტილების მიღების დროს, როგორც ერთ-ერთ სტრატეგიას სწავლის გარემოს შექმნისათვის.
  • იყენებს თუ არა დასჯისა დაწახალისების მრავალფეროვან მეთოდებს გაკვეთილებზე.

 პროფესიონალიზმი

  • პასუხისმგებლობით ეკიდება, მისი როგორც აღმზრდელის მოვალოებას;
  • შეუძლია საკუთარი საქმიანობის კვლევა და ანალიზი;
  • სრულყოფსთავის გამოცდილებას, იმაღლებს კვალიფიკაციას და პროფესიულუნარებს, აქვს გამოქვეყნებული მეთოდური წერილები, პუბლიკაციები;
  • პატივს სცემს მოსწავლის პიროვნულ თვისებებს;
  • საუკეთესოდ, პოზიტიურად თანამშრომლობს მშობლებთან და კოლეგებთან;
  • აქტიურად მონაწილეობს საგნობრივი კათედრების მუშაობაში;
  • გეგმავას და მონაწილეობს სასკოლო ღონისძიებებში,  აწყობს ექსკურსიებს;
  • არის კომუნიკაბელური და კონსტრუქციული;
  • ისწრაფვის პროფესიული ზრდისა და განვითარებისკენ;
  • პასუხისმგებლობით ეკიდება, უფრთხილდება დაიცავს სასკოლო ქონებას;
  • იშვიათად, მხოლოდ საპატიო მიზეზი თუ ცდება გაკვეთილი;
  • კანონმდებლობისშ ესაბამისად, კომუნიკაციის სხვადასხვა ხერხებით თანამშრომლობს თითოეული მოსწავლის მშობელთან;
  • შეუძლია კლასის მართვა, კონფლიქტების მოგვარება, ისმენს დაითვალისწინებს მოსწავლეთა და სხვათა აზრს;
  • საგნის პედაგოგი კლასის დამრიგებელს, მშობელს, სისტემატურად აწვდის ინფორმაციას სასწავლო პროცესის დროს ფიქსირებულ პრობლემებსა და მიღწევებზე.

 მასწავლებელთა შეფასება მოსწავლეთა შედეგების მიხედვით ხორციელდება შემდეგ პარამეტრებზე დაყრდნობით:

  • მის მოსწავლეებს სწავლაში აქვს წარმატებული შედეგი;
  • მისი კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ და იმარჯვებენ შიდა და გარე სასკოლო კონკურსებში;
  • მისი (როგორც დამრიგებლის) მოსწავლეები იშვიათად იღებენ დისციპლინარულ სახდელებს;
  • მისი (როგორც დამრიგებლის) მოსწავლეები გამოირჩევიან სკოლისა და საზოგადოების კეთილგანწყობით;
  • მისი (როგორ დამრიგებლის) მოსწავლეებს დადებითად ახასიათებენ სკოლის სხვა პედაგოგები და თანამშრომლები.

საათობრივი ბადე

მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინტერესების, ასევე სკოლის ადამიანური და ფინანსური რესურსის გათვალისწინებით, სასკოლო სასწავლო გეგმას დანართი N 5 სახით თან ერთვის დასწრებითი სწავლების სასკოლო საათობრივი ბადე, რომელიც განსაზღვრავს მოსწავლეთა კვირეული დატვირთვის ოდენობას კლასების, სემესტრების და საგნების მიხედვით.

სკოლას არჩევითი საგნების სახით არჩეული აქვს:

  პროგრამირება,  მეწარმეობის საფუძვლებიX კლასი
რელიგიის ისტორიაXI კლასი
გარემო და მდგრადი განვითარებაXII კლასი

სასკოლო სასწავლო გეგმას დანართი N 6 სახით თან ერთვის შემაჯამებელი დავალებების რაოდენობა, ტიპები და რუბრიკები  კლასების და საგნების  მიხედვით

მოსწავლეთა რაოდენობა და განაყოფები

მოსწავლეთა რაოდენობა N 30  საჯარო სკოლაში კლასების მიხედვით:

2023-2024 სასწავლო წლის საერთო კონტიგენტი 1694 მოსწავლე

კლასიპარალელის რაოდენობამოსწავლეთა რაოდენობა
I6150
II5145
III6163
IV6172
V6163
VI5145
VII6173
VIII6172
IX5138
X4114
XI388
XII371

სკოლა 2023-2024 სასწავლო წელს მოსწავლეთა ინტერესების  გათვალისწინებით ცოდნის დონის გათვალისწინებით ქმნის განაყოფებს:

პირველი უცხო ენა – ინგლისური ენა

სკოლის ფინანსური საშუალებების გამო მეორე უცხო ენას მოსწავლეები ირჩევენ მეხუთე კლასიდან ფრანგულს ან რუსულს   

ფრანგულ ენაში ფონდი „მოლიერის“ პროგრამით გვყავს სკოლაში მე-3 და  მე-4 კლასის მოსწავლეები რომლებიც სწავლობენ ფრანგულს , ხოლო რაც შეეხება მეორე უცხო ენად აღებულ ფრანგულს იგი იყოფა კლასების მიხედვით რუსულთან ერთად და არჩეულია ნაკადებად .

V 1, V 2  , V 3 ,  V 4 , V 5 ,V 6   ფრანგულ-რუსული

VI 1   VI 2  VI 3  VI 4  VI 5   ფრანგულ-რუსული

VII 1  VII 2   VII VII VII ფრანგულ-რუსული

VII  6 რუსული

VIII 1, VIII 3, VIII 6 ფრანგულ-რუსული

VIII 2, VIII 4 , VIII 5 რუსული

IX 1, IX 5  ფრანგულ-რუსული

IX 1, IX 3 , IX 4 რუსული

X 1 , X 2, X 3, X 4  ფრანგულ-რუსული

XI 1 , XI 2  ფრანგულ-რუსული

XI 3 რუსული

XII 1 , XII 2, XII 3 ფრანგულ-რუსული

საგანმანათლებლო რესურსის ჩამონათვალი

სკოლა უზრუნველყოფს სკოლაში არსებული საგანმანათლებლო რესურსების (ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორია, საბუნებისმეტყველო ლაბორატორია  და სხვ.) ხელმისაწვდომობას მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის.

საგანმანათლებლო რესურსების ტიპებია:

ა) გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელო/სერია;

ბ) დამატებითი საგანმანათლებლო (მათ შორის, ელექტრონული) რესურსები;

გ) სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება (რუკები, პლაკატები, მოდელები და სხვ.).

სასკოლო სასწავლო გეგმას დანართი N 7  სახით თან ერთვის ძირითადი საგანმანათლებლო რესურსების (გრიფმინიჭებული სასკოლო  სახელმძღვანელოების) ჩამონათვალი კლასების მიხედვით და დამატებითი საგანმანათლებლო რესურსების ჩამონათვალი საგნობრივი ჯგუფების მიხედვით.

სსსმ მოსწავლის ყოლის შემთხვევაში სწავლება განხორციელდება ნებისმიერი კლასის/დონის გრიფირებული ან ადაპტირებული გრიფირებული სახელმძღვანელოთი, მიუხედავად იმისა, თუ რომელ კლასშია ეს მოსწავლე.

 

შინ სწავლება

სკოლა ვალდებულია შინ სწავლების რეჟიმზე გადაიყვანოს ის მოსწავლეები, რომლებიც საჭიროებენ მკურნალობას ერთ თვის ან მეტი ვადით და მშობლის მიმართვის შედეგად აღნიშნული გარემოებები ცნობილი ხდება სკოლისათვის. 

სკოლის მიერ შედგენილი განრიგის შესაბამისად, სკოლის მიერ განსაზღვრული მასწავლებელი, ახორციელებს მოსწავლესთან ვიზიტს ან დისტანციურად უტარებს გაკვეთილს; (შესაძლებელია განსაზღვრული მასწავლებელი არ ასწავლიდეს შინსწავლებაზე გადაყვანილ მოსწავლეს).

მოსწავლის შინსწავლების შემთხვევაში, სკოლა უზრუნველყოფს შინსწავლებაზე მყოფი მოსწავლისთვის შესაბამისი კლასის საათობრივი ბადით განსაზღვრული თითოეული საგნისთვის (გარდა სპორტის საგნობრივი ჯგუფით გათვალისწინებული საგნებისა) კვირაში მინიმუმ  ერთი გაკვეთილის ჩატარებას.

მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში, სპორტის საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნების შეფასებისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის ფიზიკური მდგომარეობა.

ინკლუზიური განათლება

 ინკლუზიური განათლება

ინკლუზიური განათლება გულისხმობს თანაბრად ხელმისაწვდომ საგანმანათლებლო პროცესს, რომლის ფარგლებშიც ყველა მოსწავლისთვის უზრუნველყოფილია განათლების ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით მიღება.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე 

1. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე (შემდგომში – სსსმ) არის მოსწავლე, რომელიც არის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, აგრეთვე მოსწავლე, რომელიც სასწავლო პროცესში დამატებით მხარდაჭერას საჭიროებს, აქვს სწავლასთან ან/და სასწავლო გარემოს ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი, გახანგრძლივებული სირთულეები ან/და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს მინიმალურ დონეზე ვერ აკმაყოფილებს;

2. სსსმ მოსწავლე შეიძლება იყოს მოსწავლე, რომელსაც აქვს:

ა) ფიზიკური შეზღუდვა;

ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა;

გ) სწავლის უნარის დარღვევა;

დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის);

ე) ენა-მეტყველების განვითარების დარღვევა და კომუნიკაციის სირთულეები;

ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა;

ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება;

თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.

ი) ენობრივი ბარიერის გამო გამოწვეული სირთულეები სწავლაში.

3. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურება ხდება ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის (შემდგომ – მულტიდისციპლინური გუნდი) შეფასებისა და დასკვნის საფუძველზე. ასევე, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ განისაზღვრება სსსმ მოსწავლისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმით სწავლების, შეფასების ალტერნატიული მეთოდების გამოყენების, დამატებითი სპეციალისტის მომსახურების, სასწავლო პროცესისა და გარემოს მისაწვდომობის უზრუნველყოფის საჭიროება.

4. ენობრივი ბარიერის გამო გამოწვეული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლისათვის გეგმავს და ახორციელებს ქართული ენის შესწავლის ხელშემწყობ აქტივობებს.

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა

1. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა არის მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გათვალისწინებით ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციით შექმნილი სასწავლო გეგმა, რომელიც სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილია.

2. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს სსსმ მოსწავლის ყველა საგანმანათლებლო საჭიროებას და მისი მიღწევის გზებს, მოსწავლის ინტერესებსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, რომლებიც აუცილებელია ინდივიდუალური სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.

5. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შეიძლება მოიცავდეს ყველა საგანს ან რომელიმე კონკრეტულ საგანს/საგნებს სსსმ მოსწავლის საჭიროების შესაბამისად.

6. ყოველი სსსმ მოსწავლისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფარგლებში დეტალურად უნდა განისაზღვროს:

ა) სასწავლო შედეგები, სწავლების სტრატეგიები და სასწავლო აქტივობები შერჩეულ საგანში/საგნებში;

ბ) დრო, რომელსაც მასწავლებელი დაუთმობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო შედეგების მიღწევას თითოეულ საგანში;

გ) მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ჯგუფური/ინდივიდუალური მეცადინეობები, მეცადინეობების გრაფიკი, ადგილი და ხანგრძლივობა;

დ) დამატებით ჯგუფურ/ინდივიდუალურ მეცადინეობებზე პასუხისმგებელი პირი;

ე) სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი რესურსი (სახელმძღვანელოები და მოსწავლისათვის საჭირო სხვა საგანმანათლებლო/განმავითარებელი რესურსი) და რესურსით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი, მათ შორის, მშობელიც;

ვ) მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ტექნიკური რესურსები.

 სსსმ მოსწავლის  აკადემიური მიღწევის შეფასება, დასწრება და გაცდენები

1. სსსმ მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება ხდება იმავე პრინციპით, როგორც ფასდება ნებისმიერი სხვა მოსწავლის აკადემიური მიღწევა. თუ სსსმ მოსწავლე განათლებას იღებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით, ფასდება მის მიერ ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევის დონე. სსსმ მოსწავლე, რომელიც წარმატებით ძლევს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, ფასდება მაღალი ქულით.

2. სსსმ მოსწავლისთვის სემესტრული, წლიური და საფეხურის ქულები გამოითვლება იმავე პრინციპით, როგორც სხვა მოსწავლეებისთვის.

3. მულტიდისციპლინური გუნდის წინასწარი დასკვნის საფუძველზე, გამონაკლისის სახით, შესაძლებელია:

ა) სსსმ მოსწავლე გადავიდეს მომდევნო კლასში იმ შემთხვევაში, თუ ის, დასკვნის საფუძველზე, არ ესწრება ერთ ან რამდენიმე საგანს და არ აქვს შეფასება შესაბამის საგანში/საგნებში.

ბ) სსსმ მოსწავლის წლიური ქულა გამოანგარიშდეს საგნის/საგნების ერთი სემესტრის შეფასების საფუძველზე.

იმისათვის, რომ  სპეციალური  საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლემ (სსსმ)  სკოლაში თავი უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოს:

  • სკოლაში შემოსასვლელი პანდუსი, რომლის საშუალებითაც მათი ყოლის შემთხვევაში  იოლად  შეძლებენ სკოლაში შემოსვლას.
  • ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი,  კომპიუტერული და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები განთავსებულია სკოლის პირველ სართულზე , რათა ყველა ტიპის მოსწავლისთვის მარტივად იყოს ხელმისაწვდომი. თუმცა სკოლის ყველა სივრცეში თავისუფლად გადაადგილებისთვის დაწყებული ლიფტის გაკეთება.
  • სსსმ მოსწავლის საჭიროების შესაბამისად, იქმნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა;
  • მასწავლებელს, მულტიდისციპლინურ გუნდთან შეთანხმებით, საჭიროებისამებრ, შეეძლება სსსმ მოსწავლეს შეუცვალოს გაკვეთილები ან შეუმციროს რაოდენობა.
  • მასწავლებელს შეეძლება საჭიროებისამებრ, შეიმუშაოს ალტერნატიული აქტივობები;
  • ცოდნის ხარისხის გაზრდის მიზნით, ჩაუტაროს დამატებითი მეცადინეობა, შეაფასოს  ინდივიდუალური მიღწევების მიხედვით;
  • სკოლა წაახალისებს მოსწავლეს, ზოგჯერ უბიძგებს კიდეც, გახდეს დამოუკიდებელი, რამდენადაც ეს მისთვის იქნება შესაძლებელი;
  • სკოლა ჩამოუყალიბებს მოსწავლეს სხვადასხვა უნარს (კითხვის, წერისა და აზროვნების უნარები, რომელიც დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის არის საჭირო);
  • ვიზუალური გზით სწავლებისას გამოყენებული იქნება ნახატმანიპულაციები, (მათემატიკის) დიაგრამები, ილუსტრირებული სახელმძღვანელოები, ვიდეოები, ფორმატები, სლაიდები და სხვა თვალსაჩინოებები;
  • გამოყენებული იქნება სხვადასხვა თამაში სოციალური განვითარებისთვის;
  • ექნებათ კომპიუტერის გამოყენების საშუალება;
  • სსსმ მოსწავლის სწავლების პროცესში აქტიურად იქნება ჩართული სსსმ მოსწავლის მშობელი.

ამჟამად, სკოლაში ირიცხება 14  სსსმ მოსწავლე, რომელთათვისაც კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვითა და ვადაში შემუშავდება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა.

სასკოლო სასწავლო გეგმას დანართი N 8 სახით თან ერთვის სსსმ მოსწავლეებისათვის შედგენილი  ინდივიდუალური სასწავლო გეგმა/გეგმები.

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული/გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება

„ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, სკოლას შეუძლია, საკუთარი სურვილისა და შესაძლებლობების ფარგლებში, შესთავაზოს მოსწავლეებს დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება. ასეთი სახის მომსახურება შესაძლებელია სკოლამ შესთავაზოს მოსწავლეს, როგორც უფასო, ისე ფასიანი მომსახურების სახით. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული/გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება შეიძლება იყოს მოსწავლისთვის შეთავაზებული ფაკულტატური ან სავალდებულო საგნის სახით.

სკოლის პოლიტიკიდან გამომდინარე, ძირითადი საგნების შესწავლასთან ერთად, მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების მიღება, მოსწავლეების განვითარება კულტურული, სპორტული და სხვა მიმართულებებით. სკოლის სურვილია მოსწავლეებს  შეეძლოთ მათთვის საინტერესო მომსახურება მიიღონ ადგილზე. ზემოთ აღნიშნული დამატებითი მომსახურების შეთავაზება მოხდა სკოლის მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით. აგრეთვე გათვალისწინებულია მშობელთა ინტერესებიც.

სკოლის მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით, 2023-2024 სასწავლო წელს სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს:

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას ფასიანი წრის სახით:

  • ჭადრაკის წრე  I-VI კლასებში

შიდა სასკოლო და საერთაშორისო  სასკოლო პროექტები განისაზღვრება პრიორიტეტული თემების მიხედვით :

  • მშობელთა ჩართულობა
  • STEM და  INTEL პროექტები
  • Etwening -ში  ჩართვა და პროექტების განხორციელება
  • ენების ევროპული დღე
  • სკოლა ლაბის პროექტი მოსწავლეების სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარება საბაზო საფეხურზე
  • მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის ურთერთობის გაუმჯობესება
  • ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტის მოწყობა
  • ფრანკოფონ მოსწავლეთა კონფერენცია
  • ინკლუზიური განათლების გერმანული გამოცდილების გაზიარება
  • მხიარული სტარტები
  • ხელმარჯვე ოსტატი
  • ეტალონი დაწყებით კლასებში
  • სისუფთავის დაცვა
  • პროფესიული სწავლება

პროექტები გაწერილია და წარმოდგენილია დანართის სახით (დანართი 9)

სკოლა ემსახურება სასკოლო საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებას, გააქტიურებას , ჩართულობას, სოციო-კულტურული უნარების განვითარებას, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო  ღირებულებების ამაღლებას. ამისათვის სკოლაში არსებობს  ტრადიციად  ქცეული სხვადასხვა თემატური ღონისძიებები  :

  • ეროვნული სამოსის დღე
  • პერსონაჟის დღე
  • სახელმწიფო ენის დღე
  • გვირილობა
  • ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე
  • დედამიწის დღე
  • მასწავლებლის დღე
  • საახალწლო კარნავალი

სსიპ ქალაქ ქუთაისის N 30 სკოლაში მიმდინარეობს კლუბური მუშაობა, თითოეულ კლუბს აქვს თავისი დებულება, წესდება და სამოქმედო გეგმა.  (დანართი 10)

  • სამოქალაქო განათლების კლუბი
  • ლიტერატურული კლუბი საბაზო საფეხურისთვის
  • ლიტერატურული კლუბი დაწყებით საფეხურზე
  • მათემატიკის კლუბი დაწყებით საფეხურზე
  • რა? სად? როდის? კლუბი
  • ფიზიკის კლუბი
  • ხელოვნების კლუბი
  • მწვანე კლუბი
  • მათემატიკის კლუბი საბაზო საფეხურისთვის
  • „ჩხირკედალას“ კლუბი
  • კინოკლუბი

სადამრიგებლო  პროგრამა

ყველა კლასს ჰყავს დამრიგებელი, რომელსაც ბრძანებით განსაზღვრავს სკოლის დირექტორი.

სკოლას შემუშავებული აქვს დამრიგებლის მუშაობის დებულება, რომელიც განსაზღვრავს დამრიგებლის ფუნქციებს, დამრიგებლის მუშაობის სააღმზრდელო პრინციპებს, რეკომენდაციებს სადამრიგებლო საათის პროგრამის განხორციელების შესახებ და ა.შ.

2023-2024  სასწავლო წლის სადამრიგებლო პროგრამები და თითოეული მასწავლებლის სამოქმედო გეგმები  (დანართი 11)

მშობლების როლი  და მათი თანამონაწილეობა სასკოლო ცხოვრებაში.

მუდმივად უნდა მოხდეს მათი ინფორმირება სკოლაში მიმდინარე პროცესებსა და სიახლეებზე. ამისათვის სკოლამ შეიმუშავა მშობლებთან ურთიერთობის მექანიზმი , რაც გულისხმობს :

  • მშობელთა კრებები
  • ონლაინ შეხვედრები
  • გაკვეთილებზე დასწრებები
  • ინდივიდუალური შეხვედრები მოსწავლისა და სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე
  • პერმანენტულად სიახლეების მიწოდება
  • მშობელთა კლუბი
  • მშობელთა გამოკითხვა/ინტერვიუ

გამომდინარე იქედან, რომ სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება თანამონაწილეობას, იგეგმება მშობლების გააქტიურება. კერძოდ: 

  • სასკოლო ცხოვრებაში თანამონაწილეობა –  ინიციატივების შემოტანა, პროექტებში ჩართულობა, მათი როგორც რესურსად გამოყენება.
  • შეხვედრები ფსიქოლოგთან
  • შეხვედრები არასამთავრობოებთან, სამინისტროს წარმომადგენლებთან.
  • სასკოლო კვლევებში მონაწილეობა – მათი ხედვების, რესურსების, კრიტიკული აზრის შესასწავლად და გამოსაყენებლად .

პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამა

პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის მიზანია:

  • მოსწავლეთა დახმარება საკუთარი ინტერესების, შესაძლებლობების, უნარების, ღირებულებების გაცნობიერებასა და განვითარებაში;
  • მოსწავლეთა ინფორმირება საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ;
  • მოსწავლეთა აღჭურვა პროფესიული გადაწყვეტილების მიღების თეორიული, პრაქტიკული ცოდნითა და უნარებით.

პროფესიის არჩევა – ნიშნავს არა მხოლოდ სამუშაოს არჩევას, არამედ იმასაც, თუ საზოგადოების რა ჯგუფთან (ეთიკური ნორმები, წესები, პრინციპები, ფასეულობები და ცხოვრების წესი) მოახდენ იდენტიფიკაციას.

პროფესიის არჩევის პროცესი მოსწავლისათვის უფრო ნათელი და თანმიმდევრული გახდება თუკი შემდეგი კითხვების მიხედვით იმსჯელებს: რა უნდა? რა შეუძლია? საჭიროა?

პროფესიის განსაზღვრის პროცესი მრავალ ასპექტს მოიცავს, უპირველესად კი მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს:

● ვინ უნდა გამოვიდეს;

● რომელ სოციალურ ჯგუფს უნდა რომ მიაკუთვნოს თავი;

● ცხოვრების როგორი სტილი სურს;

● რა მიზნებს ისახავს მომავლისათვის.

პროფესიული მოღვაწეობა პიროვნების თვითრეალიზაციისა და საზოგადოებაში დამკვიდრების ძირითადი საშუალებაა. მაგრამ თვითრეალიზაცია მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როცა ადამიანს აინტერესებს არჩეული პროფესია, გააჩნია მის შესასრულებლად საჭირო უნარი და არსებული სამუშაოს შესრულებით იღებს კმაყოფილებას.

სკოლა თანამშრომლობს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და კოლეჯთან (იბერია, რომლის ფარგლებშიც VIII-IX  კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ როგორც საუნივერსიტეტო, ასევე პროფესიული კოლეჯების პროგრამებს. უნივერსიტეტებთან და კოლეჯებთან თანამშრომლობის ზოგადი ასპექტები მოიცავს:

🔸მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობას სხვადასხვა მიმართულებით ;

🔸 მოსწავლეთათვის საუნივერსიტეტო/პროფესიული კოლეჯის პროგრამების გაცნობას;

🔸ღია კარის დღეების ორგანიზებას;

🔸ერთობლივი შემეცნებითი აქტივობების/ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას.

მოსწავლეთა უფლებების დაცვა სასწავლო პროცესში

სკოლა იცავს ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონით აღიარებულ მოსწავლის უფლებებსა და თავისუფლებას. მათ შორის:

1. სკოლა უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღების თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველა მოსწავლისათვის.

2. სკოლაში უზრუნველყოფილია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის განათლების მიწოდება შესაბამისი ადამიანური რესურსითა და პროგრამებით/სერვისებით.

3. სკოლა იღებს ყველა გონივრული ზომას მოსწავლის ცოდნის სამართლიანი შეფასების უზრუნველსაყოფად. დაუშვებელია, მოსწავლის აკადემიური შეფასება განპირობებული იყოს მისი დისციპლინით.

4. სკოლაში ჩარიცხული ყველა მოსწავლე დაცულია არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობისა და შეურაცხყოფისაგან.

5. სკოლის ტერიტორიაზე და სასკოლო დროს უზრუნველყოფილია ჯანმრთელობისათვის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები.

6. სკოლა იღებს ყველა გონივრულ ზომას სასკოლო დროს, აგრეთვე სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებისა და თავისუფლებების ჯეროვანი დაცვის, დარღვევის თავიდან აცილების ან აღკვეთის მიზნით.

7. სკოლაში სასკოლო დისციპლინა დაცულია სკოლის შინაგანაწესით.

8. სკოლის მოსწავლე სარგებლობის მობილობის უფლებით, რის შესახებაც ინფორმირებულია მოსწავლის მშობელი.

9. სკოლის ყველა მოსწავლე და მშობელი ფლობს ინფორმაციას საკუთარი და სხვა მოსწავლეების უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე მათი შეზღუდვის საფუძვლების შესახებ, რის გაცნობასაც უზრუნველყოფს სკოლა დამრიგებლების მეშვეობით.

10. სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჩართულობას სკოლის მართვაში (მოსწავლეთა თვითმმართველობა, დისციპლინური კომიტეტი, სამეურვეო საბჭო).

11. სკოლა მოსწავლის მიმართ ქმედების განხორციელებისას გადაწყვეტილებას იღებს მოსწავლის ჭეშმარიტი ინტერესის გათვალისწინებით.

12. მოსწავლეს და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ მის მიმართ მიღებული უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები.

ტრანზიციის მხარდამჭერი აქტივობები

  1. სკოლაში ჩარიცხული მოსწავლეების ადაპტაციის მიზნით სკოლას შემუშავებული აქვს მოსწავლეთა ადაპტაციის წესი.
  2. ადაპტაციის წესით სკოლა მიზნად ისახავს დაეხმაროს მოსწავლეს შეეგუოს სასწავლო პროცესსა და სასკოლო ცხოვრებას. დაამყაროს წარმატებული კომუნიკაცია სასკოლო საზოგადოებასთან და ჰქონდეს შესაძლებლობა, ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში;
  3. სკოლა ადგენს დეზადაპტაციის ნიშნებს და მიმართავს შესაბამის ზომებს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ადაპტაციის გაადვილების მიზნით.
  4. დირექტორის მოადგილე შესაბამისი კლასის დამრიგებელს აწვდის ინფორმაციას ახალი მოსწავლის შესახებ და წინა სკოლიდან მიღებულ პირად საქმეს;
  5. აღიარების საფუძველზე სკოლაში ჩარიცხული მოსწავლის შემთხვევაში, სკოლის საქმისმწარმოებელი აწვდის კლასის დამრიგებელს მოსწავლის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების შესახებ ინფორმაციას;
  6. კლასის დამრიგებელი ახლად ჩარიცხულ მოსწავლეს აცნობს კლასის მასწავლებლებს;
  7. ახალი მოსწავლის დასწრების პირველივე გაკვეთილზე (ან დასვენებაზე) დამრიგებელი აცნობს მოსწავლეებს კლასის ახალ მოსწავლეს და აძლევს საკუთარი თავის წარდგენის საშუალებას;
  8. ზოგადად დამრიგებელი პირველივე სადამრიგებლო საათს იყენებს მოსწავლეთა გაცნობისა და დაახლოებისთვის;
  9. დამრიგებელი მუდმივ კომუნიკაციაშია ახალ მოსწავლესა და მის მშობელთან და იგებს ინფორმაციას მოსწავლის განწყობისა და სასკოლო ცხოვრების შესახებ;
  10. დამრიგებელი ახლად ჩარიცხულ მოსწავლეს აცნობს თავის უფლება-მოვალეობებს, შინაგანაწესს, მოსწავლის ქცევის კოდექსს და სხვა საჭირო შიდა აქტებს, ასევე, სკოლაში ქცევის ზოგად წესებს და უსაფრთხოების ინსტრუქციებს.


სასკოლო კურიკულუმი

სასკოლო კურიკულუმის აგების პრინციპები

სასკოლო კურიკულუმი დაგეგმილია თითოეული საგნობრივი ჯგუფის სამიზნე ცნებების მიხედვით, რომელთა საფუძველზეც უნდა მოხდეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებისა და პრინციპების რეალიზება/საგნის სწავლა-სწავლების შედეგების ჩამოყალიბება:

სამიზნე ცნებების სახით განსაზღვრულია ის ცოდნა, რომელსაც მოსწავლე საგნის ფარგლებში უნდა დაეუფლოს. ცნებები შედეგებთან ერთად უნდა დამუშავდეს მოსწავლისთვის ნაცნობ კონტექსტებში. ეს კონტექსტები სავალდებულო თემების სახითაა წარმოდგენილი.

სტანდარტს ახლავს შედეგების მიღწევის ინდიკატორები. ისინი დაჯგუფებულია სამიზნე ცნებების მიხედვით და მიგვითითებს, თუ რა უნდა შეფასდეს სწავლა-სწავლების პროცესში ამა თუ იმ თემის შესწავლისას. ინდიკატორები დაკონკრეტებულია ცალკეულ თემაში წარმოდგენილი შინაარსის გათვალისწინებით.

ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, სკოლას შემუშავებული აქვს დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის სასკოლო კურიკულუმები, რომელიც დანართი N 12  სახით თან ერთვის სასკოლო სასწავლო გეგმას.

საგნობრივი კურიკულუმის აგების პრინციპები

თითოეული საგნობრივი კურიკულუმი აგებულია შემდეგი პრინციპით: ის მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სასწავლო თემებს, გრძელვადიან მიზნებს (სამიზნე ცნებებს, სწავლის შედეგებს), საკითხებს, შემოქმედებით პროდუქტს და სასწავლო რესურსს.

1. სასწავლო თემა წარმოადგენს მოსწავლეთათვის ნაცნობ, მათი ასაკობრივი ინტერესებისა და გამოცდილების შესაბამის კონტექსტს, რომელიც სტანდარტის შედეგების, სამიზნე ცნებების, კონკრეტული ქვეცნებებისა და საკითხების ინტეგრირებულად და ურთიერთდაკავშირებულად სწავლების საშუალებას იძლევა.

2. გრძელვადიანი მიზნები

გრძელვადიანი მიზნები მოიცავს სამიზნე ცნებები და სწავლის შედეგებს – რა გრძელვადიანი მიზნით ვასწავლით მოსწავლეს თემას.

ა) სამიზნე ცნებებიგანსაზღვრავსიმ ცოდნას, რომელსაც მოსწავლე საგნის ფარგლებში უნდა დაეუფლოს;

ბ) სწავლის შედეგები – განსაზღვრავს მიზნობრივ ორიენტირებს და პასუხობს შეკითხვას: რა უნდა შეეძლოს მოსწავლეს საგნის ფარგლებში საფეხურის ბოლოს?

3. საკითხები – მისი საშუალებით ხდება იმის განსაზღვრა, თუ კონკრეტულად, რა საკითხებით წარიმართება მუშაობა თემის ფარგლებში.

4. შემოქმედებითი პროდუქტით განისაზღვრება თითოეული თემის ფარგლებში მიღწეულია თუ არა  შუალედური სასწავლო მიზანი და რომლის საშუალებითაც მოსწავლე საგნობრივ საკითხთან/საკითხებთან მიმართებით საკუთარ ცოდნას წარმოაჩენს.

5. სასწავლო რესურსები  – აკონკრეტებს რა მასალის მეშვეობით უნდა ისწავლოს  მოსწავლემ კონკრეტული თემა

სასკოლო კურიკულუმის განვითარება

სასკოლო კურიკულუმის განვითარება მოხდება ეტაპობრივად, მთელი წლის განმავლობაში.  ამ პერიოდში ის გულისხმობს შემდეგი ფაზების მონაცვლეობას:

  • კურიკულუმის დაგეგმვა/შემუშავება;
  • ინტერვენცია;                            
  • ინტერვენციის პროცესის მონიტორინგი და შეფასება;
  •  განახლება/ცვლილებების შეტანა და საჭიროებისამებრ მორგება.

კურიკულუმის განვითარების პროცესი ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

  • სასკოლო კურიკულუმი მუშავდება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად;
  • ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილებები განაპირობებს კურიკულუმის განახლებას;
  • წლის განმავლობაში მონიტორინგისა და შეფასების ეტაპზე ადგილობრივი საჭიროებებისა და შესაძლებლობის შესწავლის საფუძველზე განახლდება სასკოლო კურიკულუმი;
  • კურიკულუმის განვითარება მუდმივმოქმედი პროცესია, რომელშიც მონაწილეობენ მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები, მასწავლებლები და სკოლის დირექცია.


სკოლის განვითარების ხელშემწყობი პროცესების აღწერა

სტრატეგიული გეგმის განვითარება

სკოლას შემუშავებული აქვს სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი (2022 – 2023 / 2028 – 2029)  გეგმა, რომელიც გამომდინარეობს სკოლის ფილოსოფიიდან. სტრატეგიული გეგმა მოიცავს შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებს:

  1. სწავლა – სწავლების ხარისხის ამაღლება
  2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარება
  3. უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო და სასწავლო გარემოს განვითარება
  4. ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება და სკოლის კომპიუტერიზაცია
  5. მშობელთა ჩართულობის გაძლიერება სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში
  6. ხარისხის მექანიზმების უზრუნველყოფის განვითარება
  7. სასკოლო საზოგადოების თემთან ურთიერთობის გაძლიერება

სტრატეგიული გეგმის განვითარების პროცესში ჩართული არიან შემდეგი მხარეები:

ა) სკოლის დირექცია და დირექტორის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი;

ბ) სასკოლო საზოგადოება (სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი).

SWOT ანალიზი

  1. ყოველი სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლა ახორციელებს SWOT ანალიზს, რომლის მეშვეობითაც ხდება სკოლის შესაძლებლობებისა და მომავალი განვითარების  პერსპექტივების გამოვლენა. ასევე, ცვლილებების განსახორციელებლად საჭირო გარემოებების შესწავლა.
  2. SWOT ანალიზით განისაზღვრება ოთხი ძირითადი მიმართულება:
    1. ძლიერი მხარეები;
    1. სუსტი მხარეები;
    1. შესაძლებლობები;
    1. საფრთხეები;
  3. SWOT ანალიზის დროს სისუსტეების გამოვლენა ემსახურება იმ მიზანს, რომ ისინი არსებული შესაძლებლობის ფარგლებში დაძლეულ იქნეს და ტრანსფორმირდეს სკოლის ძლიერ მხარეებად. საფრთხეების წინასწარი შეფასება კი საშუალებას იძლევა, რომ სკოლა მზად დახვდეს სავარაუდო გამოწვევებს.
  4. SWOT ანალიზის საფუძველზე ხორციელდება მომდევნო სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება.

შვიდწლიან სტრატეგიულ გეგმისა და SWOT ანალიზზე „დაყრდნობით სკოლას შემუშავებული აქვს 2023-2024 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც აზუსტებს მიზნებისა და ამოცანების შესაბამის აქტივობებს, შესრულების პერიოდს, პასუხისმგებელ პირებს, შესრულების ინდიკატორებსა და შესაბამის რესურსებს.

სკოლის შვიდწლიანი და ერთწლიანი  გეგმები წარმოდგენილია დანართებში.

სტრატეგიული გეგმის მონიტორინგი

  1. სტრატეგიულიგეგმის განვითარების პროცესში სკოლა ახორციელებს სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგს, რომელიც უზრუნველყოფს სანდო და სასარგებლო ინფორმაციის მოპოვებას სკოლის საქმიანობის შესახებ. ასევე, ხელს უწყობს პასუხისმგებელი პირებისა და საზოგადოების დასახული მიზნების განხორციელებაზე ორიენტირებულობას.
  2. სტრატეგიის შესრულების მონიტორინგი ხორციელდება დაკვირვებით და შეფასებით, რამდენად არის მიღწეული დაგეგმილი მიზნები და რამდენად ეფექტური იყო მიზნების მიღწევის დასახული გზები.
  3. სტრატეგიული/სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგსა და შეფასებას ახორციელებს სამეურვეო საბჭო.
  4. სტრატეგიული/სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგისა და შეფასების საკითხები რეგულირდება შესაბამისი მეთოდოლოგიით.


პერსონალის მართვა და განვითარება

პერსონალის მართვისა და განვითარების კუთხით, სკოლას შემუშავებული აქვს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა, რომლის მიზანია,  თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა,  სკოლის მაღალკვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა და არსებული კადრების პროფესიული დონის ამაღლება. ასევე, სკოლის მიზანია  იმგვარი სამუშაო გარემოს შექმნას, სადაც თითოეულ თანამშრომელს ეძლევა საკუთარი პოტენციალის და პირადი მისწრაფებების რეალიზების შესაძლებლობა.

ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა მოიცავს იმ ამოცანებსა და ღირებულებებს, რომელსაც ეფუძნება ადამიანური რესურსების მართვა, განსაზღვრავს ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარების როლს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში.

ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა არეგულირებს კადრების მოზიდვასა და შერჩევას, მათ ადაპტაციას სასკოლო გარემოსთან, თანამშრომელთა ადაპტაციის ხელშემწყობ აქტივობებსა და აღნიშნულ პროცესში ჩართულ პირებს, განსაზღვრავს ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარების მიზნით სკოლაში განსახორციელებელ აქტივობებს,  ადამიანური რესურსების მართვასა და სამუშაოს შესრულების ხარისხის მართვას. ასევე, პროფესიული განვითარებას, მოტივაციის ზრდის მექანიზმებს და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის პირობებს.

ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოება

სასკოლო დროს, სკოლის ტერიტორიაზე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, სკოლას შემუშავებული აქვს უსაფრთხოების პოლიტიკა.

უსაფრთხოების პოლიტიკით სკოლა განსაზღვრავს პოლიტიკის მიზნებს, უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფორმებს, სკოლის ქონების და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესებსა და მექანიზმებს.

სკოლის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად სკოლა ხელმძღვანელობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის N06/ნ ბრძანებით დამტკიცებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების შესაბამისად.

სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ მანდატურები და დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი პირები. კონკრეტული პირი თუ გვაქვს და მორიგეობის განრიგი დამტკიცებული.

სკოლას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის შემოღებული აქვს მასწავლებელთა მორიგეობის გრაფიკი.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში წესრიგისა და უსაფრთხოების საკითხების კონტროლისათვის დამონტაჟებულია უსაფრთხოების კამერები.

სკოლაში მუდმივად ხდება შინაგანაწესის დაცვის მონიტორინგი და დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება.

სკოლაში დირექტორის ბრძანებით შექმნილია საგანგებო შტაბი და დამტკიცებულია სკოლის საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა.

სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სკოლის ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილას გამოკრულია საევაკუაციო გეგმა, ევაკუაციის პროცედურები, რომლის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, მოხდება შენობის უსაფრთხო დატოვება. სკოლის შენობაში, საევაკუაციო გეგმის შესაბამისად, დამონტაჟებულია ცეცხლმაქრები, განსაზღვრულია სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი.

სკოლას ჰყავს სამედიცინო პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაშავებულთათვის გადაუდებელი პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას.

მატერიალური რესურსები და ინფრასტრუქტურა

სკოლას საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისთვის აქვს შესაბამისი მატერიალური რესურსი და საჭირო ინფრასტრუქტურა. ასევე შემუშავებული აქვს მატერიალური რესურსებით სარგებლობის წესი, რომლითაც განსაზღვრულია სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლების და სხვა თანამშრომლების მიერ სკოლის სხვადასხვა რესურსით სარგებლობის პირობები.

სკოლას აქვს საჭირო რაოდენობის მერხები, სკამები, კომპიუტერული ტექნიკა, წიგნადი ფონდი და სხვა რესურსები. შენობაში განთავსებულია საკლასო ოთახები, სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი სივრცეები, როგორიცაა ადმინისტრაციის სამუშაო ოთახები, სპორტული დარბაზი, სამედიცინო კაბინეტი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორია, სააქტო დარბაზი, საბუნებისმეტყველო ლაბორატორია , დახურული და ღია სივრცეები მოსწავლეთა შეხვედრებისთვის,  დახურული დარბაზი და რესურსოთახი. სკოლას აქვს ეზო, სადაც განთავსებულია ღია სპორტული მოედანი.სკოლის შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისათვის და უზრუნველყოფილია ინკლუზიური გარემო. – თქვენის სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე აღწერეთ

საინფორმაციო რესურსები

სკოლის ბიბლიოთეკაში დაცულია 52187 – მდე წიგნადი ფონდი, სადაც მოცემულია მოსწავლეთა ასაკის შესაბამისი ლიტერატურა, სახელმძღვანელოები და პერიოდული გამოცემები. ასევე, კომპიუტერში ჩატვირთულია საინფორმაციო რესურსები როგორც მოსწავლეებისათვის, ისე მასწავლებლებისათვის. გარდა ამისა, სკოლისათვის ხელმისაწვდომია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული გაიდლაინები, მეთოდური სახელმძღვანელოები და სხვა რესურსები.

სკოლაში უზრუნველყოფილია კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება ღონისძიებებისა და სხვადასხვა პროექტების განხორციელებისათვის, ინფორმაციის მოძიებისთვის. საგანმანათლებლო მიზნებისთვის სკოლის კომპიუტერული ლაბორატორიით სარგებლობის საშუალება აქვთ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. სკოლის მოსწავლეთა კომპიუტერით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეები აღჭურვილნი არიან პორტაბელური კომპიუტერებით.

სკოლას აქვს ოფიციალური ელექტრონული ფოსტა, ვებ-გვერდი და ასევე, იყენებს ელექტრონულ ჟურნალს. სკოლას აქვს აქტიური გვერდი სოციალურ ქსელში (facebook), რომლითაც უზრუნველყოფს სანდო და უტყუარი ინფორმაციის გავრცელებასა და უკუკავშირის მიღებას.

ფინანსური რესურსები

სკოლას აქვს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი, რომელშიც ასახულია შემოსავალი და ხარჯი. სკოლის შემოსავალი შედგება ვაუჩერული დაფინანსებისგან და დამატებითი ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებისგან. სკოლას გამოეყოფა დამატებით პროგრამული დაფინანსება.

სკოლის ბიუჯეტი მტკიცდება დეკემბრის ბოლოს და წლის განმავლობაში ხორციელდება ფაქტობრივი შემოსავლებისა და ხარჯების დაზუსტება.

სკოლას დამტკიცებული აქვს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესი და შესყიდვები ხორციელდება აღნიშნული წესისა და შესყიდვების გეგმის შესაბამისად.

მოსწავლეთა აღზრდისა და მხარდაჭერის სისტემები

მოსწავლეთა კანონიერი უფლებების დაცვა ხორციელდება სკოლის შინაგანაწესით და სკოლის მიერ შემუშავებული შიდა მარეგულირებელი დოკუმენტებით. სკოლასა და მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შორის გაფორმებულია საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულება.

სკოლაში შემუშავებულია ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია, რომელიც არეგულირებს ოჯახში და მის გარეთ ბავშვის ძალადობის ყველა ფორმისაგან დაცვის მიზნით, ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, სკოლის ეფექტური და სწრაფი რეაგირების მექანიზმებს, დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულია ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირი.

სასწავლო წლის დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეთა უფლებებისა და წესების გაცნობას ყველა მოსწავლისათვის. დამრიგებელი სასწავლო წლის დასაწყისში  მოსწავლეებს და მათ მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს აცნობს სკოლის შინაგანაწესს, დამრიგებლის მუშაობის პრინციპებს, ქცევის კოდექსს, უსაფრთხოების წესებს.

სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილები არიან სახელმძღვანელოებით, უსასყიდლოდ.

სკოლაში დაცულია მოსწავლეთა ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის მექანიზმები.

დამრიგებლების მიერ მშობლებსა და მოსწავლეებს მიეწოდებათ ინფორმაცია წლის განმავლობაში გამოცხადებული კონკურსების, ოლიმპიადების, ღონისძიებების და სასკოლო ექსკურსიების შესახებ. მოსწავლეთა მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს დამრიგებლები აცნობენ სკოლის მიერ მიღებულ ყოველ ახალ გადაწყვეტილებას და სკოლის მიერ შეთავაზებული პროგრამების, სერვისების, აქტივობების, რესურსების შესახებ ინფორმაციას.

სკოლა უზრუნველყოფს განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველას მოსწავლისათვის, მათ შორის სსსმ მოსწავლეებისთვის საჭირო სერვისების შეთავაზებას. სკოლას შემუშავებული აქვს სასკოლო გარემოსთან ადაპტაციის მექანიზმები.