4 აპრილს ქალაქ ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლაში მოეწყო თანამედროვე ქართული პოეზიის გამორჩეული პოეტის ტარიელ ხალხელაურის შემოქმედებითი საღამო.პოეტთან ერთად სკოლას სტუმრობდნენ ქუთაისის მოზარდმაყურებელთა ახალგაზრდული თეატრის დირექტორი,ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის რეჟისორი, მარინა მარჯანიშვილი.ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მაია ცქიტიშვილი .საღამოზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია პოეტის ცხოვრებიდან და მისი პოეზიიდან.საღამომ საოცრად თბილ გარემოში ჩაიარა.ბატონმა ტარიელმა წაიკითხა თავისი ლექსები და მადლობა გადაუხადა სკოლას ,დირექციას ,საღამოს ორგანიზატორებს .ბავშვებმა პოეტისგან მიიღეს ავტოგრაფები.ეს დღე სკოლისა და მოსწავლეებისათვის გამორჩეულ მოგონებად იქცა.

no images were found