2024 წლის 13-14 ნოემბერს, ქალაქ ქუთაისის N 30 საჯარო სკოლაში, მასწავლებლებთა ჯგუფმა (სოფო კლდიაშვილი, თამუნა კვარაკვახიძე, თამუნა ბრეგაძე, ნინო ბოჭორიშვილი, ქეთი ცირეკიძე) პრეზენტაციის სახით წარადგინა წიგნი “მშობელთა ჩართულობა სკოლაში”. პროექტი, რომლის ფარგლებშიც სახელმძღვანელო შეიქმნა, მიზნად ისახავს მშობელთა გაძლიერებას და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის ხელშეწყობას. ბავშვთა განათლების საკითხებში მშობელთა მონაწილეობის პროექტი USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის (USAID Civil Society Engagement Program) მხარდაჭერით მიმდინარეობს. სახელმძღვანელო მოიცავს ამომწურავ ცნობებს განათლების სისტემაში მშობელთა ჩართულობის შესახებ. წიგნი განკუთვნილია მშობლებისთვის, მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორებისთვის. სახელმძღვანელოს პრეზენტაცია ქუთაისში შედგა 24 ოქტომბერს, პროექტის “მშობელთა ორგანიზებული ჩართულობა სკოლაში” გუნდის მიერ. შეხვედრას ესწრებოდა ჩვენი სკოლის წარმომადგენელი ინგა კახიძე. შეხვედრის შემდეგ სკოლამ გადაწყვიტა წიგნი გაეცნო ყველ პედაგოგისთვის და გაეზიარებინა ის გამოცდილება, რაც წიგნში იყო აღწერილი. ამ შეხვედრებით საფუძველი ჩაეყრება და გაძლიერდება მშობელთა ჩართულობა სკოლაში.
no images were found
3 ნოემბერს 30-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა რა ? სად ? როდის ? შიდა სასკოლო ჩემპიონატი მე-5 ,მე-6 კლასებში . მოსწავლეთა გუნდებმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს ერთმანეთს. ჩემპიონატი ძალიან საინტერესო ,დასამახსოვრებელი და შემეცნებითი იყო თითოეული მონაწილისთვის . 6² კლასის მოსწავლეებმა აღნიშნულ ჩემპიონატში დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს . მათ სიმბოლურად მედლები გადაეცათ.
no images were found