2024-2025 სასწავლო წლის ფრანკოფონული აქტივობები
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის შედეგები ფრანგულ ენაში
2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადაში, ფრანგულ ენაში მონაწილეობა მიიღო სსიპ ქალაქ ქუთაისის #30 საჯარო სკოლის 14 მოსწავლემ. აქედან მე-3 ტურში გადავიდა 5 მოსწავლე: მე-12 კლასის 1 მოსწავლე – ნ.ჟორჟოლიანი, მე-11 კლასის 3 მოსწავლე ე. ჭულუხაძე, მ. კუბლაშვილი, ვ. ხეცაშვილი და მე-9 კლასის 1 მოსწავლე – ქ.ბენიძე გამარჯვებულ მოსწავლეთა რეიტინგულ სიაში, ფრანგულ ენაში საუკეთესო შედეგის მქონე ათეულში მე-4 ადგილზე გავიდა მე-11 კლასის მოსწავლე ვალერიო ხეცაშვილი. ვულოცავთ ყველა მოსწავლეს წარმატებას და ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც ასახელებენ სკოლას.
იმერეთის რეგიონული კონკურსი- J’aime le français
მიმდინარე სასწავლო წლის 28 მარტს, ქუთაისის აწსუ-ში, გაიმართა ფრანკოფონიის რეგიონულ კონკურსში – J’aime le français, მონაწილე მოსწავლეთა დაჯილდოვება. კონკურსში მონაწილეობა მიიღო სსიპ ქალაქ ქუთაისის #30 საჯარო სკოლის 4 მოსწავლემ. 3 მე-11 კლასელმა – მ. თურქაძემ, ე. კუბლაშვილმა და ვ.ხეცაშვილმა და 1 მე-9 კლასელმა მოსწავლემ – ქ. ბენიძემ. მათგან ერთმა ვ. ხეცაშვილმა დაიკავა პირველი ადგილი. კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლეს და მათ მასწავლებლებს ნ. ხვედელიძეს და ქ. ხვედელიძეს გადაეცათ სერტიფიკატები. გამარჯვებულ მოსწავლეს ვ. ხეცაშვილს სიგელი და სამახსოვორო პრიზები გადასცა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგანტოს ხელმძღვანელმა თამარ ღარიბაშვილმა და აწსუ-ს რექტორის მოადგილემ ეკატერინე გაჩეჩილაძემ.
წარმატებები ჩვენი სკოლის ფრანკოფონ მოსწავლეებს.
no images were found
4 აპრილს ქალაქ ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლაში მოეწყო თანამედროვე ქართული პოეზიის გამორჩეული პოეტის ტარიელ ხალხელაურის შემოქმედებითი საღამო.პოეტთან ერთად სკოლას სტუმრობდნენ ქუთაისის მოზარდმაყურებელთა ახალგაზრდული თეატრის დირექტორი,ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის რეჟისორი, მარინა მარჯანიშვილი.ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მაია ცქიტიშვილი .საღამოზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია პოეტის ცხოვრებიდან და მისი პოეზიიდან.საღამომ საოცრად თბილ გარემოში ჩაიარა.ბატონმა ტარიელმა წაიკითხა თავისი ლექსები და მადლობა გადაუხადა სკოლას ,დირექციას ,საღამოს ორგანიზატორებს .ბავშვებმა პოეტისგან მიიღეს ავტოგრაფები.ეს დღე სკოლისა და მოსწავლეებისათვის გამორჩეულ მოგონებად იქცა.
no images were found