სსიპ ქ.ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლაში დედა ენის კვირეულის ფარგლებში, სახელმწიფო ენის კათედრის ინიციატივით,გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი. კონკურსში მონაწილრობდნენ: მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე კლასის მოსწავლეები. კალიგრაფიის კონკურსი მიზნად ისახავდა ქართული კულტურის უდიდესი მონაპოვრის-ქართული დამწერლობისა და ქართული კალიგრაფიის პიპულარიზაციას.მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და ქართული დამწერლობისადმი სიყვარულის გაღვივებას.

  კონკურსში გამოვლინდა სამი გამარჯვებული:

მე-5კლასის მოსწავლეთაგან დაჯილდოვდა 5/2კლასის მოსწავლე-ნინო ჩხეიძე.

მე-6 კლასის მოსწავლეთაგან დაჯილდოვდა 6/3კლასის მოსწავლე-ელენე მოდებაძე.

მე-7კლასის მოსწავლეთაგან დაჯილდოვდა 7/1 კლასის მოსწავლე -ელენე ლომთაძე.

კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს სკოლის დირექციისგან გადაეცათ დიპლომები წარმატებული მონაწილეობისათვის.

no images were found